საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძემ გადაცემა „ბიზნეს კურიერში“ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე საუბრობდა.
მისი თქმით, ისეთი ბიზნესმენის გამოჩენა ქართულ ბაზარზე, როგორც ალექსნადრე მაშკევიჩია ქვეყნისთვის მხოლოდ სასიკეთო იქნება. მისივე თქმით, ინფორმაციამ წამლების ფასებზე უკვე იმოქმედა.
„ბიზნეს კურიერი“ ცდილობდა საქართველოში მოქმედ „გლობალ ალიანსის“ მეწილეების დადგენას, რომელთა შორისაც, მათი თქმით, მაშკევიჩი არ აღმოჩნდა.
დავით საგანელიძემ გადაცემის წამყვანს მოუწოდა, რომ გაავრცელოს ობიექტური ინფორმაცია და დაპირდა, რომ მათთვის ის ყოველთვის მოიცლის. საგანელიძემ საკუთარი ტელეფონის ნომერიც დაუტოვა გადაცემის წამყვანს.