აივ ინფექციის მატარებელი ადამიანისთვის ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა ფატალური შედეგი გამოიწვიოს.
Yale-უნივერსიტეტის ექსპერტების მიერ 2012-2015 წლებში 42000 დაავადებულზე ჩატარებული კვლევის თანახმად, აივ ინფიცირებულ ადამიანებს ალკოჰოლის მიღების შემდეგ გულის შეტევების რისკი უორმაგდებათ და შესაბამისად უცაბედი სიკვდილის ალბათობაც იზრდება.
როგორც ჩანს, ჯანდაცვის სფეროს მუშაკების რეკომენდაცია, დღეში ერთი ჭიქა ალკოჰოლური სასმელის უვნებლობის შესახებ აივ პოზიტიური ნიშნის მქონე ადამიანებზე არ ვრცელდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ინფიცირებულ ადამიანებს მოუწოდებს ალკოჰოლისგან თავი შორს დაიჭირონ.