მთავარი » ჯანდაცვა » დავით სერგეენკოს მადლობა დავით ნარმანიას
სერგენკომ მერს დავით ნარმანიას ძუძუს კიბოს სამკურნალო პრეპარატის მწარმოებელ კომპანიასთან მოლაპარაკების პროცესის დაწყებისთვის მადლობა გადაუხადა.

დავით სერგეენკოს მადლობა დავით ნარმანიას

შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგენკომ თბილისის მერიას და მერს დავით ნარმანიას ძუძუს  კიბოს სამკურნალო ძვირადღირებული პრეპარატის მწარმოებელ კომპანიასთან მოლაპარაკების პროცესის დაწყებისთვის მადლობა გადაუხადა.

“თბილისი მერიამ გარკვეული პერიოდის წინ გამოიჩინა მნიშვნელოვანი ინიციატივა, როდესაც დაიწყო მოლაპარაკებები ერთ–ერთ ძვირადღირებული მედიკამენტის მწარმოებელთან. ამ მოლაპარაკებებემა ჩვენ საშუალება მოგვცა გაგვეფორმებია ურთიერთგაგების მემორანდუმი და გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომელსაც ხელი გუშინ მოვაწერეთ ფარმაცევტული კომპანია “ჰოფმან–ლა როშის” ცენტრალურ ოფისში.

ამან შესაძლებლობა მოგვეცა მთელი საქართველოს მასშტაბით განგვეხორციელებია ძუძუს  კიბოს ადრეული მკურნალობის პროექტი, რომელსაც მერიამ ჩაუყარა საფუძველი, ამისთვის დიდი მადლობა მათ და თბილისის მერს”, – განაცხადა სერგეენკომ.

ipress.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …