რუსეთის უმსხვილესი და უძველესი სამედიცინო დაწესებულების „ ა.ვ. ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის“ დირექტორად ამირან შოთას ძე რევიშვილი დაინიშნა.
რევიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებულ ბრძანებას ხელი რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა ვერონიკა სკვორცოვამ მოაწერა.
„ბატონი ამირანის კომპეტენტურობა და გამოცდილება ეჭვს არ იწვევს“,-განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოლეგ სალაგაიმ.
ამირან რევიშვილი – რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და „ა.ნ. ბაკულევის სახელობის გულსისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრის“ ტექიამიტრიის მკურნალობის განყოფილების ხელმძღვანელად მუშაობდა.