მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს საგანგებო განცხადებას ვირუს „Zika“-ს შესახებ, რომელიც პოზიციონირებს ლათინურ ამერიკაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს საგანგებო განცხადებას ვირუს „Zika“-ს შესახებ, რომელიც პოზიციონირებს ლათინურ ამერიკაში.

ჯანმო მოითხოვს საერთო მობილიზაციასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ერთობლივ რეაგირებას. ექსპერტები შიშობენ, რომ ვირუსის გავრცელების არეალი იქნება ძალიან ფართო და გავრცელების ტემპი-სწრაფი, რაც დამანგრეველ შედეგს მოიტანს. ინფექცია უკავშირდება მიკროცეფალიას, რა შემთხვევაშიც ბავშვები იბადებიან განუვითარებელი ტვინით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნულ ვირუსს ებოლას კატეგორიას მიაკუთვნებს, მხოლოდ ბრაზილიაში ოქტომბრის თვეში დაფიქსირებულია მიკროცეფალიის 4000 შემთხვევა. ორგანიზაციის გენერალური დირექტორი მარგარეთ ჩანი „Zika“-ს მოიხსენიერბს როგორც „განსაკუთრებულ შემთხვევას“ და მის წინააღმდეგ კოორდინაციას აუცილებლად მიიჩნევს.

„მინდა ყურადღება გავამახვილო მიკროცეფალიისა და სხვა ნერვოლოგიური ინფექციების შესახებ, რომელმაც მოიცვა ლათინური ამერიკა და 2014 წლიდან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით შეშფოთებას იწვევს“.

მისი მოსაზრებით პრიორიტეტულია ფეხმძიმე ქალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ნაყოფის დაცვა ვირუსისგან, იგი ურჩევს ორსულ ქალბატონებს:

  • თავი შეიკავონ ვირუსის გავრცელების არეალში მოგზაურობისგან
  • თუ ცხოვრობენ ინფექციის გავრცელების არეალში აუცილებლად გაითვალისწინონ ექიმის რეკომენდაცია და განსაკუთრებულად დაიცვან თავი მწერებისგან.

ამჟამად არ არსებობს ვაქცინა აღნიშნული ვირუსის წინააღმდეგ, ერთადერთი გამოსავალი დაინფიცირებისგან მაქსიმალურად თავდაცვაა. იგი შეიძლება აფეთქების ეფექტით გავრცელდეს ოცამდე ქვეყანაში და მათ შორის რისკ ჯგუფს მიეკუთვნება ბრაზილია.

ჯერემი ფარერის განცხადებით აღნიშნული ინფექციების გავრცელება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ მსოფლიო უძლური და დაუცველია განვითარებადი ვირუსების წინააღმდეგ და ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს რეფორმების,  ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და მუდმივი კვლევების ჩატერების აუცილებლობაზე. საჭიროა გლობალური ჯანდაცვის სისტემა უფრო ეფექტური და სტაბილური იყოს.

bbc.com

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …