შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ შემოტანილი ხელსმისაწვდომი მედიკამენტებით დღეს პირველად რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტები ისარგებლებენ.
„ჩვენი ამოცანა არ ყოფილა რომელიმე კომპანიის ლობირება, არამედ ჩვენი ამოცანაა სისტემის შექმნა, რომელსაც ორი კომპონენტი ექნებოდა – პირველი, ხარისხსის კონტროლი და მეორე კონკურენციის უზრუნველყოფა.
შედეგი გამოიღო ამ ნაბიჯებმა და დღეს იწყებს ერთი კომპანია კონკრეტულ ქმედებებს. დღეს გამოჩნდება პირველი მედიკამენტები და პირველი აქტივობა დღესვეა დაგეგმილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც პაციენტები ამ ხელმისაწვდომ მედიკამენტებს მიიღებენ“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.