რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე საოჯახო მედიცინის სადღეღამისო ცენტრი ამოქმედდა. იგი დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ დაათვალიერა.
საოჯახო მედიცინის ცენტრის მხრიდან ვირუსული პაციენტების მომსახურება როგორც ადგილზე მისვლის, ისე გამოძახების პრინციპით, 24 საათის განმავლობაში მოხდება. ოჯახის ექიმები, ადგილზე მისულ პაციენტებს მოემსახურებიან, ასევე გამოძახებებზე ჯანდაცვის მინისტრისა და სამინისტროს სხვა თანამშრომლების სამსახურებრივი მანქანებით გავლენ.
პაციენტებს სამედიცინო კონსულტაციას დღე-ღამის განმავლობაში სხვადასხვა სპეციალიზაციის სულ 24 ექიმი გაუწევს. მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული კვლევებიც ჩაუტარდებათ.