შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა ის საოჯახო მედიცინის ცენტრი მოინახულა, რომელმაც დღეიდან 24 – საათიან რეჟიმში დაიწყო ფუნქციონირება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საოჯახო მედიცინის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს, რომელიც წინამძღვრიშვილის ქ. #57-ში მდებარეობს, პაციენტთათვის კონსულტაციის გაწევის და ბინაზე მომსახურების შესაბამისი სამედიცინო სერვისი აქვს.
ცენტრის ოჯახის ექიმები როგორც ადგილზე, ასევე ბინაზე გამოძახების შემთხვევაში კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ პაციენტებს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით გრიპის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. „ჯერჯერობით გრიპის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, თუმცა ჩვენ გადავდივართ მზადყოფნის რეჟიმზე“, – აღნიშნა ნინო ბერძულმა.