მთავარი » ჯანდაცვა » თბილისში ორი სამედიცინო დაწესებულება დღეიდან პაციენტებს 24-საათიან რეჟიმში მოემსახურება
თბილისში ორი სამედიცინო დაწესებულება დღეიდან პაციენტებს 24-საათიან რეჟიმში მოემსახურება. აღნიშნული ცენტრები წინამძღვრიშვილის 57-ში და ქიაჩელის 18-ში მდებარეობს.

თბილისში ორი სამედიცინო დაწესებულება დღეიდან პაციენტებს 24-საათიან რეჟიმში მოემსახურება

მომატებული ვირუსების გამო, თბილისში ორი სამედიცინო დაწესებულება დღეიდან პაციენტებს 24-საათიან რეჟიმში მოემსახურება. აღნიშნული ცენტრები წინამძღვრიშვილის 57-ში და ქიაჩელის 18-ში მდებარეობს.

როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს გაიხსნება 24-საათიანი პირველი ორი საოჯახო მედიცინის ცენტრი, რომლებიც დღეს იმუშავებენ მხოლოდ მიღების რეჟიმში. აღნიშნულ საოჯახო ცენტრებში მუდმივად იქნება ოჯახის ექიმი, რომელსაც შეეძლება როგორც ბავშვების, ასევე მოზრდილების მიღება და ცხელების მდგომარეობისთვის საჭირო გამოკვლევის ადგილზე ჩატარება.

დღეს დაინერგება 112-ის სადისპეტჩეროს ახალი პროტოკოლი, რომელიც გამოაცალკევებს პროტოკოლს “ცხელება რისკ ჯგუფის გარეშე”.

ხვალიდან 112 ასეთ გამოძახებებს გადაამისამართებს არა თბილისის სასწრაფოში, არამედ სხვა სადისპეტჩეროში, რომელიც დაიწყებს ცენტრების მართვას და საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ექიმების ბინაზე გააგზავნას.

“თბილისის სასწრაფო დახმარების სადგურში უკვე გამოყვეს ხუთი მსუბუქი მანქანა, რითიც მენეჯერული შემადგენლობა დადიოდა. დროებით ასეთ მობილიზაციას ვაკეთებთ, რომ ოჯახის ექიმებს და მოსახლეობას ოპერატიული მიწვდომის კომფორტი შევუქმნათ. ხვალიდან ეს სამსახურები გადავლენ როგორც მიღების, ასევე გამოძახებაზე გასვლის რეჟიმში.

ხვალიდან ასევე დაემატება მინიმუმ ერთი რესპუბლიკური საავადმყოფოს ამბულატორიული ნაწილი, რომელიც გადაერთვება 24 საათიან ფუნქციონირებაში. თუ ამ საოჯახო ცენტრებს აქვთ თავისი რესურსები, ექიმები, და ჰყავთ ტრანსპორტი, რესპუბილიკურ საავადმყოფოს სხვა ფუნქცია გააჩნია, სტაციონარია, ამიტომ მას დავეხმარებით კვალიფიციური ექიმებით, დღეს უკვე გაფორმდება კონტრაქტი, ასევე ტრანსპორტით, რომლის ძირითად ნაწილს ალბათ ჯადაცვის სამინისტროდან ვათხოვებთ.

ხვალიდან ესეც დაიწყებს ფუნქციონირებას. ვფიქრობ, დაემატება კიდევ ორი დაწებულება, რომ მთლიანად დედაქალაქის მოცვა იყოს სრული და მოსახლეობას ჰქონდეს კომფორტი”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული სისტემა დღეს საღამოდან დაიწყებს მუშაობას მიღების რეჟიმში, ხვალიდან კი გამოძახების რეჟიმშიც გადავა.

interpressnews.ge

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …