მთავარი » ჯანდაცვა » ხვალიდან პირველადი ჯანდაცვის ცენტრები სრული მასშტაბით ამოქმედდება
სრული მასშტაბით ამოქმედდება პირველადი ჯანდაცვის ცენტრები, ანუ ამ ცენტრებში მოსახლეობას შეეძლება კვალიფიციური დახმარების მიღება.

ხვალიდან პირველადი ჯანდაცვის ცენტრები სრული მასშტაბით ამოქმედდება

ხვალიდან პირველადი ჯანდაცვის ცენტრები სრული მასშტაბით ამოქმედდება – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

ზაზა სოფრომაძის თქმით, ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულზე იქნება სადღეღამისო ცენტრი, სადაც ექიმები პაციენტებს შესაბამის დანიშნულებას მისცემენ და კონსულტაციებს გაუწევენ. მისივე განმარტებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ოპერატიულობის მიზნით, სპეციალურად ავტოტექნიკა გამოიყოფა.

„ხვალიდან სრული მასშტაბით ამოქმედდება პირველადი ჯანდაცვის ცენტრები, ანუ ამ ცენტრებში მოსახლეობას შეეძლება კვალიფიციური დახმარების მიღება. გარდა ამისა, ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულზე იქნება სადღეღამისო ცენტრი. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში.

ეს ტელეფონები ეცოდინება 112-ს, რომელზეც შეგვიძლია გამოვიძახოთ ამ ცენტრიდან ოჯახის ექიმები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ, კონსულტაციებს გაუწევენ პაციენტებს, მისცემენ შესაბამის დანიშნულებას. იმისათვის, რომ ოპერატიულად იმუშავოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა გამოყოფილი იქნება სპეციალურად ავტოტექნიკა“, – განუცხადა „ქრონიკას“ ზაზა სოფრომაძემ.

cp.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …