გრიპის სეზონი დაიწყო “H1N1”-ის შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა.
გადაცემის სტუმრები არიან პროფესიონალები, ბატონი პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი და ბატონი ივანე ჩხაიძე– იაშვილის კლინიკის დირექტორი და სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი. “წინა კვირაში 248 შემთხვევაზე გავედით.
გვქონია პერიოდი, როდესაც 300-400 შემთხვევაზეც ავსულვართ. 100 000-ს მოსახლეზე 500 შემთხევას რომ გადააჭარბებს, ეს უკვე ეპიდემიური მდგომარეობაა”- განაცხადა პაატა იმნაძემ.