საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით ერთ წლამდე ასაკის 600 ახალშობილი იღუპება-ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.
2015 წელს საქართველოში 5 წლამდე ასაკის 1000 ახალშობილზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 12-ს შეადგენს-ეს უკვე მსოფლიო ბანკის მონაცემებია. ორივე მაჩვენებელი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ს კვლევაში მოხდა.
რა იწვევს ახალშობილთა გარდაცვალებას-ამის ზუსტი სტატისტიკა, ორგანიზაციის მიერ დადებული შედეგების ანალიზის თანახმად, არ არსებობს. თუმცა, ქართველ მედიკოსებსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაყრდონით მესამე სექტორის წარმომადგენლები ახალშობილთა ჯანსაღი ცხოვრების შემაფერხებელ მთავარ ფაქტორებად რკინადეფიციტურ ანემიას, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობით გამოწვეულ დეფექტებს, დედათა ორსულობამდელ არასათანადო კვებას და დაბადებულ ახალშობილთა მცირეწონიანობას ასახელებენ.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მშობიარობის პირობები და მშობიარობის შემდეგ პირველი საათების ან კვირის დროს არსებული გარემოც სახელდება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ ხელისუფლებას მოუწოდებენ, რაც შეიძლება მეტი თანხები დახარჯონ დედათა და ბავშვთა ჯანსაღ კვებაზე.