მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » გლობალური ალიანსის როლი ჯანდაცვის რეფორმების განხორციელებაში მნიშვენლოვანი და საინტერესოა
თანამშრომლობისას კომპეტენტური აზრებიც იქნება გათვალისწინებული. თავისთავად გლობალური ალიანსის როლი მიმდინარე ცვლილებებში საინტერესო და მნიშვნელოვანია.

გლობალური ალიანსის როლი ჯანდაცვის რეფორმების განხორციელებაში მნიშვენლოვანი და საინტერესოა

საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფომებსა და უკვე განხორციელებულ პროექტებს დადებითად აფასებენ და წარმატებულს უწოდებენ პოლიტიკოსები, მედიკოსები და ექსპერტები.

გარდა ამისა, ისინი ჯანდაცვის რეფორმების წარმატებულად განხორციელებაში „გლობალური ალიანსის“ წვლილზეც მიანიშნებენ და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

საქართველოს ჯანდაცვის სფეროს წარმატებასა და მის ეფექტურობაზე „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბერნარ კუშნერმა, ჯერ კიდევ, პირველი ვიზიტის დროს ისაუბრა და აღნიშნა:

„გამიჩნდა სურვილი, რომ უფრო მეტად დავეხმარო საქართველოს. მზად ვარ ყველას გავუზიარო გამოცდილება, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობის შედეგად დამიგროვდა“.

გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის ანალიტიკოსს გეგი მატარაძეს ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ და ეფექტიან პროგრამად მიაჩნია:

„უამრავ ადამიანს მიეცა შესაძლებლობა, რომ გაეზარდა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და თავად ჯანდაცვის მიმწოდებლებს მიეცათ საშუალება, რომ განეხორციელებინათ სამედიცინო მომსახურება და ამაში მიეღოთ გარკვეული ანაზღაურება. აღნიშნულ სერვისში მეტი ფინანსური ინექციები განხორციელდა. განსაკუთრებით, უნიკალურია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა.

რომ არა ეს პროგრამა, ბევრ ადამიანის სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. სამკურნალო პრეპარატი, პრაქტიკულად, უფასოდ ეძლევა საქართველოში მცხვორებ ავადმყოფებს და დამერწმუნეთ, ყველასთვის იყო ოცნება, რომ C ჰეპატიტის მკურნალობის დაფარვას შეძლებდა სახელმწიფო. გასათვალისწინებელია, რომ მკურნალობის აღნიშნული კურსი 80 ათასიდან 100 ათასამდე დოლარი ჯდება“.

გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის ანალიტიკოსი ჯანდაცვის რეფორმებისა და პროგრამების განხორციელებაში უცხოელი ექსპერტების ჩართულობას მიესალმება და ამ ფაქტის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„ძალიან მნიშვნელოვანია უცხოელი ექსპერტების ჩართვა ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე ცვლილებების პროცესში. ცნობილია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საკონსულტაციო ჯგუფი „გლობალური ალიანსი“ უწევს კონსულტაციებს, რომელთაც კვალიფიციური თანამშრომლები და ექსპერტები ჰყავთ. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ქართულ ჯანდაცვაშიც საკმაოდ, ბევრი კარგი ექსპერტი გვყავს, რომელთა ცოდნაც უნდა იქნას გამოყენებული და გათვალისიწნებული.

რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად მიწევს მოგზაურობა და საწყენია, რომ ხშირად იქ ვხვდები ქართველ ექსპერტებს, რომლებიც საქართელოში პრაქტიკულად არ ჩანან. სხვები კი იყენებენ ჩვენს ადამიანურ რესურსს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ,,გლობალურ ალიანსთან“ თანამშრომლობისას სწორედ ამ ადამიანების კომპეტენტური აზრებიც იქნება გათვალისწინებული. თავისთავად გლობალური ალიანსის როლი მიმდინარე ცვლილებებში საინტერესო და მნიშვნელოვანია“.

news.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …