მთავარი » ჯანდაცვა » შსს-ს ქვემო ქართლის დანაყოფებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს
დაცვის პოლიციის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი გაიღეს.

შსს-ს ქვემო ქართლის დანაყოფებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის  დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს და დაცვის პოლიციის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი გაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო  აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ უკვე მესამე წელია მონაწილეობს.

სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები საქართველოს ყველა რეგიონში, „სისხლის ბანკის“ დახმარებით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს  აბარებენ. აქციაში მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას მომავალშიც გააგრძელებს.

epn.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …