2016 წლის პირველი იანვრიდან ჯანდაცვის სამინსიტრო ტატუსა და სილამაზის სალონების შემოწმებას იწყებს. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი რომელიც საქართველოს მთავრობამ დაიწყო ინფექციური დაავადებების C ჰეპატიტის ელიმინაციაა, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან კომპონენტებს, ინფექციების გავრცელების პრევენციას. ჩვენ შემოვედით ინიციატივით, ისეთ ადგილებში სადაც არ კონტროლდებოდა ინფექციური გადადება, ტატუსა და სილამაზის სალონებში დანერგილიყო ელემენტარული პირობები და პირველი იანვრიდან დაიწყება შემოწმება“,-განაცხადა სერგეენკომ.