საქართველოს ჯანდაცვის სფეროს წარმატებასა და მის ეფექტურობაზე გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბერნარ კუშნერმა, ჯერ კიდევ, პირველი ვიზიტის დროს ისაუბრადა აღნიშნა:
„გამიჩნდა სურვილი, რომ უფრო მეტად დავეხმარო საქართველოს. მზად ვარ ყველას გავუზიარო გამოცდილება, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობის შედეგად დამიგროვდა. საქართველოში მე დავინახე ხელსაყრელი ნიადაგი, რომელშიც ნამდვილად შესაძლებელი იქნება ნაყოფის მიღება გლობალ ალიანსისა და მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად“.
საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფომებსა და უკვე განხორციელებულ პროექტებს დადებითად აფასებენ და წარმატებულს უწოდებენ პოლიტიკოსები, მედიკოსები დაექსპერტები. გარდა ამისა, ისინი ჯანდაცვის რეფორმების წარმატებულად განხორციელებაში „გლობალური ალიანსის“ წვლილზეც მიანიშნებენ და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენელი თამაზ მორგოშია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ პროგრამებს შორის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოყოფს და წარმატებულს უწოდებს:
„პაციენტებისა და ბენეფიციარების ექმთან ვიზიტის რაოდენობის მაჩვენებელი ძალიან დიდია. მოსახლეობის დიდ ნაწილს ძალიან დიდიხნის განმავლობაში არ ჰქონდა მიღებული სამედიცინო მომსახურება. ჩვენ მჭიდრო კონტაქტი გვაქვს ,,გლობალურ ალიანსთან“ და პირადად ბერნარდ კუშნერთან. ძალიან სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს მათთან და ჩვენი პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებთან.
პირველი შეხვედრა უკვე იყო, შეიქმნა შუალედური დოკუმენტი, ჩვენ ერთად გავიარეთ მთელი რიგი საკითხები და თუ ეს დოკუმენტი სახელმწიფოს მიერ ადეკვატურად მიღებული, შეფასეული და გატარებული იქნება, გვექნება შედარებით კარგი და რენტაბელური პირველადი ჯანდაცვის რგოლი.ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ფიქრობს რომაქვს კარგი ჯანდაცვის სისტემა, მას პირველადი ჯანდაცვის სისტემა აუცილებლად დალაგებული უნდა ჰქონდეს.
პირველადი ჯანდაცვა არის ის რგოლი, რომელიც ზოგადად ჯანდაცვას ხდის საყოველთაოს და ხელმისაწვდომს. ამდენად, პირველადი ჯანდაცვის წილი ჯანდაცვის სისტემაში თუ იქნება მეტი, ეს იქნება წინაპირობა, რომ მოსახლეობას ექნება მასზე მორგებული ჯანდაცვის სისიტემა და ადამიანები უფრო ჯანმრთელები იქნებიან. საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა დასაწყისია ამ მიზნისაკენ“.