მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » რეფორმების დაგეგმვისას მნიშვნელოვანია გლობალური ალიანსის რეკომენდაციის გაზიარება
გლობალური ალიანსის“ ჩართულობას, რეფორმების დაგეგვისას ძალიან მნიშვნელოვანია, აღნიშნული პროგრამა მიყვება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

რეფორმების დაგეგმვისას მნიშვნელოვანია გლობალური ალიანსის რეკომენდაციის გაზიარება

„გლობალური ალიანსის“ ჩართულობას დადებითად აფასებენ პოლიტიკოსები.

„დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ რამდენიმე წელი გავა და ამ ქვეყანაში ჩემი მორიგი სტუმრობისას უფრო მეტ სიახლეს შევიტყობ საქართველოს ჯანდაცვის სფეროს მიღწევების შესახებ. ვიზიტის განმავლობაში უამრავი შეხვედრა მქონდა, ვესაუბრე ჯანდაცვის მინისტრს, მის კოლეგებს, ექიმებს და სტუდენტებსაც კი. ამ შეხვედრების შედეგად გამიჩნდა სურვილი, რომ უფრო მეტად დავეხმარო საქართველოს.

მზად ვარ ყველას გავუზიარო გამოცდილება, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობის შედეგად დამიგროვდა, კერძოდ კი, საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობისას, რადგან ამ ქვეყანაში მე დავინახე ხელსაყრელი ნიადაგი, რომელშიც ნამდვილად შესაძლებელი იქნება ნაყოფის მიღება გლობალ ალიანსისა და მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად”,

– განაცხადა „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბერნარ კუშნერმა საქართველოში ვიზიტისას. ბერნარ კუშნერმა ასევე მაღალი შეფასება მისცა საქართველოში С ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამის იმპლემენტაციის შედეგებს.

ჯანდაცვის სისტემის წარმატებულ მუშობოაზე საუბრობენ ექსპერტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც.

თბილისის საკრებულოს წევრი, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი დავით ზურაბიშვილი დადებითად აფასებს ჯანდაცვის სამინსიტროს საქმიანობას და განხორიცელებულ და მიმდინარე რეფორმებს წარმატებულს უწოდებს:

„ჯანდაცვა ერთ-ერთი წარმატებული სფეროა, ამ მოსაზრებას ეთანხმებიან  პოლიტიკური ოპონენტებიც და ახლანდელი ხელისუფლების ერთ-ერთ წარმატებულ საქმიანობად განიხილავენ. მითუმეტეს, თუ შევადარებთ ადრინდელ მდგომარეობას, საკმაოდ გაუმჯობესებულია ჯანდაცვის სფეროს მდგომარეობა.

უპირველესად, ეს განაპირობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ. მეამაყება კიდეც, რომ ამის სათავეებთან პირადად მეც ვიდექი, როდესაც ჯერ კიდევ ოპოზიციიდან ვადგენდით „ქართული ოცნების“ კოალიციის პროგრამას, ამ წამოწყების ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ, მე გახლდით. უდაოდ, დიდი წარმატებაა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევაა ჩვენი მთავრობის საქმიანობისა.

აღნიშნული მიღწევები ყველასთვის ცნობილია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემები არ არსებობს. პრობლემებია თუნდაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშიც. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემები არის დიდი საქმის თანმდევი, თანდათან რომ იჩენს ხოლმე თავს. ერთ-ერთია ის, რომ ჩვენთან ჭირს დიფერენცირება, თუ ვის სჭირდება საყოველთაო ჯანდაცვა და ვის – არა, ანუ იმათ, ვისაც საკუთარი შემოსავალი გააჩნიათ. დიფერენცირების შესაძლებლობა აუცილებლად უნდა იყოს ამ საკითხში. გასაგებია ეს სირთულეები, თუმცა მათ გადასაჭრელად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით არის შესაძლებელი. კვლავ პრობლემად რჩება მედიკამენტებზე მომატებული ფასები, რაც დიდი პრობლემაა“.

ზურაბიშვილმა ჯანდაცვის რეფორმებიც დაგეგმვისას  „გლობალური ალიანსის“ ჩართულობაც შეაფასა და წარმატებული უწოდა:

„რაც შეეხება „გლობალური ალიანსის“ ჩართულობას, რეფორმების დაგეგვისას ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნული პროგრამა მიყვება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. დღეს ჯანდაცვის სფეროში არის პრობლემები, რომლებიც აუცილებლად გადაიწერება და დარეგულირდება.  თუმცა ჯანდაცვა  არსებითად ყველაზე წარმატებული სფეროა დღეს საქართველოში“.

for.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …