მთავარი » ჯანდაცვა » არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ქვეყნის ინტერსექტორალური საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა
ჯანდაცვის სამინისტროს დიდ საკონფერენციო დარბაზში გამართულ სხდომაზე წარმოდგენილ იქნა არაგადამდებ დაავადებათა სტრატეგია და 2016-2020 სამოქმედო გეგმის პროექტი.

არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ქვეყნის ინტერსექტორალური საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა

23 დეკემბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დიდ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ქვეყნის ინტერსექტორალური საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა.

 არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ქვეყნის ინტერსექტორალური საკოორდინაციო საბჭო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 8 დეკემბრის № 01-341/ო ბრძანებით შეიქმნა, რომლის ძირითადი ამოცანაა ქვეყნის დონეზე არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის გაძლიერებისა და გლობალური სამოქმედო გეგმებისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა.

საბჭოს პირველ სხდომაზე წარმოდგენილ იქნა არაგადამდებ დაავადებათა სტრატეგია და 2016-2020 სამოქმედო გეგმის პროექტი; ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კიბოს თერაპიის სამოქმედო პროგრამის ფარგლებში (Programme of Action for Cancer Therapy -PACT) საქართველოში ჩატარებული კიბოს კონტროლისა და საჭიროებების შეფასების მიმოხილვითი მისიის ანგარიში; კიბოს პოპულაციური რეგისტრის 2015 წლის 9 თვის მონაცემები.

 

medportal.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …