ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია ჰუმანითი-ჯორჯია შემოდის. სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, კომპანია მიმდინარე წლის მაისშია დარეგისტრირებული.
კომპანიის დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, ჰუმანითი-ჯორჯია უახლოეს მომავალში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა.
ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვენის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.
ჯანდაცვის კონსულტანტი თინა ტურძილაძე ქართულ ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსავლას გამოეხმაურა და მის მნიშვნელობასა და საქმიანობაზე ისაუბრა.
ჰუმანითი-ჯორჯია საქართველოში 2015 წლის აპრილის თვეში დარეგისტრირდა სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით,რომელსაც ერთი აქციონერი ჰყავს; მათი სასაქონლო პორთფელი ინდური და ჩინური წარმოების ჯენერიკული ასლებია, მათ შორისაა როგორც სპეციფიკური (ქრონიკული დაავადებების სამკურნალო), ისე ფართო მოხმარების წამლები.
მედიკამენტების ხარისხის დამადასტურებელი მწარმოებლის EU GMP სერტიფიკატისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერტიფიკატის ფლობა, ეს ფარმაცევტული კომპანიისთვის აუცილებელია. უფრო მეტიც, ერთ-ერთის ფლობა საკანონმდებლო მოთხოვნაა. მისასალმებელია, როცა ბაზარზე ახალი მოთამაშე შემოდის, ეს გაზრდის კონკურენციასა და ხელს შეუწყობს ქვეყენაში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას“, – განაცხადა ტურძილაძემ.
„ჩვენი კომპანია ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენი უპირატესობაა, რომ კომპანიის მენეჯმენტი დაკომპლექტებულია მსოფლიო გამოცდილების მქონე საუკეთესო სპეციალისტებით. კომპანიის თანამშრომელთა დიდ ნაწილს აქვს ისეთ მსოფლიო ბრენდებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება, როგორებიცაა SANOFI, PFIZER და სხვა. „ჰუმანითი ჯორჯია“, ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია, დავმკვიდრდეთ ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია“, – აცხადებს ანდრეი კუზმა.
კუზმას ინფორმაციით, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.