მთავარი » ჯანდაცვა » ვარკეთილში “ევექსის” ამბულატორიული ცენტრი გაიხსნა
ვარკეთილის რაიონში ყველაზე დიდი, მულტიპროფილური ამბულატორიული ცენტრი გაიხსნა. მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს კომფორტულ გარემოში მიიღოს მომსახურება.

ვარკეთილში “ევექსის” ამბულატორიული ცენტრი გაიხსნა

ვარკეთილის რაიონში ყველაზე დიდი, მულტიპროფილური ამბულატორიული ცენტრი გაიხსნა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” “ევექსიდან” აცნობეს, ვარკეთილის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს რაიონიდან გაუსვლელად, კომფორტულ გარემოში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული სპექტრი.

“თანამედროვე ინფრასტრუქტურა, უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო ცენტრი პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის მომსახურებას სთავაზობს. კლინიკაში დამონტაჟებული რიგის მართვის სისტემის დახმარებით პაციენტები დროის დანაკარგის გარეშე, შეუფერხებლად შეძლებენ მიიღონ ყველა პროფილის სამედიცინო მომსახურება, მათ შორის ოჯახის ექიმის კონსულტაცია”, – აცხადებენ კომპანიაში.

ამბულატორიული ცენტრი ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე, #30-ში გაიხსნა.

interpressnews.ge

Maestro Television

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …