მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო უნივერსიტეტში ღონისძიება “გერმანელი ექიმები საქართველოში და საქართველოსთვის” ჩატარდება
სამედიცინო უნივერსიტეტში დღეს, ჩატარდება ღონისძიება "გერმანელი ექიმები საქართველოში და საქართველოსთვის". ღონისძიების მეორე ნაწილი გაიმართება 14 დეკემბერს.

სამედიცინო უნივერსიტეტში ღონისძიება “გერმანელი ექიმები საქართველოში და საქართველოსთვის” ჩატარდება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დღეს, ჩატარდება ღონისძიება “გერმანელი ექიმები საქართველოში და საქართველოსთვის”.

როგორც “ინტერპრესნიუსს” უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიებას გახსნის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ხათუნა თოდაძე.

“საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობა გასული ორი საუკუნის მანძილზე საკმაოდ საინტერესოდ ვითარდებოდა, დღემდე საქართველოში არაერთი კულტურული ძეგლია, რომელიც სწორედ გერმანელთა მიერ არის შექმნილი და აგებული. ამას გარდა, დიდი იყო გერმანელების ღვაწლი სხვადასხვა სამეცნიერო სფეროში, მათ შორის მედიცინაშიც.

ამ ფაქტების გაშუქება და წარმოჩენა ვერ ხდება სათანადოდ, თუმცა გერმანელი ექიმები და პროფესორები დღემდე არაერთ კეთილ საქმეს აკეთებენ საქართველოში.

მნიშვნელოვანია წარსულის ჯეროვანი ცოდნა და დაფასება ამ მიმართულებით და თანამედროვე საქართველოში მოღვაწე გერმანელი ექიმების მიმართ პატივისცემის გამოხატვა. მითუმეტეს, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს აქვს ამისი საფუძველი”, – აცხადებენ უნივერსიტეტში.
მათივე ცნობით, საქართველოში მოღვაწე გერმანელი მედიკოსებისა და ფარმაცევტების ღვაწლს მიმოიხილავს პროფესორი რამაზ შენგელია.

გერმანულ–ქართულ ურთიერთობებზე ისაუბრებს პროფესორი ნინო აბრალავა.

აუდიტორიას მიმართავენ სტუმრები: ქართველ გერმანელთა სათვისტომოს უფროსი გარი აუგუსტი, რომლის ქართულ–გერმანულ ენებზე გამოცემული წიგნიც იქნება წარმოდგენილი. ასევე საქართველოში მოღვაწე ექიმების ოჯახის შთამომავალი, მხატვარი, ქალბატონი თინა ჰაინე.

“სტუმრებს მიმართავს და კლინიკაში მიიწვევს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ირაკლი კოხრეიძე.

ქართულ–გერმანულ ურთიერთობებზე ისაუბრებენ: გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი გიორგი გრიგოლია და საქართველოში მოღვაწე გერმანელი პროფესორი მიხაილ ლენცე, სხვა საპატიო სტუმრები.ღონისძიების დასასრულს იგეგმება ანსამბლების “მთიებისა” და “ამერ–იმერის” ორი მუსიკალური ნომერი – გერმანული და ქართული ხალხური სიმღერები.

ამასთან, უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიების მეორე ნაწილი გაიმართება 14 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც გაიხსნება გერმანელი მეცნიერის რუდლოფ ვიხროვის სახელობის კაბინეტი. გერმანელი სტუმრები და საქართველოს გერმანელთა სათვისტომოს წევრები დაათვალიერებენ კლინიკას, სათვისტომოს წევრებს შესთავაზებენ უფასო კონსულტაციებით სარგებლობის საშუალებას”, – აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …