მთავარი » ჯანდაცვა » ნარინჯისფერი კვირეულის ფარგლებში გაუს სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია გრძელდება, "GAU"-ს, სტუდენტებთან ოჯახში ძალადობის თემასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ნარინჯისფერი კვირეულის ფარგლებში გაუს სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია გრძელდება, რომლის ფარგლებშიც, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, სტუდენტებთან ოჯახში ძალადობის თემასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრაზე ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლათა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა თამუნა ბარკალაიამ სტუდენტებს ოჯახში ძალადობის არსის, საკანონმდებლო ნორმებისა და სახელმწიფო ფონდის სერვისების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აუდიტორიის წინაშე საკუთარი ისტორიით წარსდგა ფონდის ერთ-ერთი ბენეფიციარი, რომელმაც ძალადობის მძიმე პერიოდი გაიარა და, ფონდის ხელშეწყობით, შესძლო დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება.

სახელმწიფო ფონდის მიზნებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება და მათი კანონიერი ინტერესების დაცვა წარმოადგენს. ამჟამად საქართველოში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამი თავშესაფარი ფუნქციონირებს.

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …