22 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, საშუალო სკოლების მოსწავლეებისთვის, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჩვენებელი ტრენინგი გაიმართება.
როგორც “ინტერპრესნიუსს” თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის” ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უკვე ჩატარდა მსგავსი ღონისძიება და მსურველთა დაინტერესებამ მოსალოდნელს ბევრად გადააჭარბა. ამის გათვალისწინებით, უნივერსიტეტი კვლავ გეგმავს მსგავსი ღონისძიების ჩატარებას.
ტრენინგზე დასწრების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე შეუძლიათ: docs.google.com
რეგისტრაციის ბოლო ვადა 2015 წლის 20 ნოემბერია. შედეგები 21 ნოემბერს, უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.
მის: ვაჟა-ფშაველას 29, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, II სასწავლო კორპუსი, II სართული, თსსუ-ის უნარ-ჩვევების ცენტრი.