თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 22 ნოემბერს, საშუალო სკოლების მოსწავლეებისთვის, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჩვენებელი ტრენინგი გაიმართება.
თსსუ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული “მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის” ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მსგავსი ღონისძიება უკვე ჩატარდა და მსურველთა დაინტერესებამ მოსალოდნელს ბევრად გადააჭარბა. ამის გათვალისწინებით, უნივერსიტეტი მსგავსი ღონისძიების ჩატარებას კვლავ გეგმავს.
ტრენინგზე დასწრების მსურველებმა საჭიროა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: docs.google.com