მთავარი » ჯანდაცვა » დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართება
დიაბეტის მსოფლიო დღე დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 1991 წელს დაარსდა და ყოველწლიურად, 14 ნოემბერს აღინიშნება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით,  ვ.ივერიელის სახელობის  ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრის „ენმედიცი“  და  არასამთავრობო ორგანიზაციის Welfare Foundation-ის ორგანიზებით დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა  გაიმართება.

შეხვედრა თემაზე – „დიაბეტი – დავიცვათ ჩვენი მომავალი“ ვ.ივერიელის სახელობის  ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრის „ენმედიცი“-ის საკონფერენციო დარბაზში ხვალ, 13:00 საათზე დაიწყება.

სამუშაო შეხვედრას დაესწრებიან შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ვ.ივერიელის სახელობის  ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრის „ენმედიცი“  ხელმძღვანელი პირები, საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე, საქართველოს დიაბეტის ცენტრის დირექტორი. ასევე Welfare Foundation-ის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

დიაბეტის მსოფლიო დღე დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 1991 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად, 14 ნოემბერს აღინიშნება. მისი მიზანია კიდევ ერთხელ შეახსენოს მოსახლეობას ამ დაავადების აქტუალობის შესახებ, გაზარდოს ინფორმირებულობის დონე, მიაწოდოს სიახლეები დაავადების პრევენციისა და მართვის შესახებ.

დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით მსოფლიოს მოზრდილი მოსახლეობის 8.3% – 382 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადებულია დიაბეტით, რომელთაგან დაახლოებით 46%-ს არ აქვს დასმული დიაგნოზი. მოსალოდნელია, რომ დაავადებულთა რიცხვი 2035 წლისათვის 592 მილიონს მიაღწევს, ხოლო სიკვდილიანობის მიზეზთა შორის დიაბეტი მე-7 ადგილს დაიკავებს. ყოველწლიურად მსოფლიოში 3.4 მილიონი ადამიანი იღუპება დიაბეტთან დაკავშირებული გართულებების გამო. დიაბეტით სიკვდილიანობის თითქმის 80% დაბალ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში აღინიშნება. 

2013 წელს  საქართველოში 17.6 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო დიაბეტით დაავადებულთა საერთო რიცხვი 77 ათასს აღემატება.

ამასთანავე არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენს გვერდით ცხოვრობს ათასობით ადამიანი, რომელიც დაავადებულია დიაბეტით. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანადგომა და პრობლემის  არსის საფუძვლიანი ცოდნა. 

დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 14-21 ნოემბერს იგეგმება  აქცია-კვირეულის გამართვა, რომლის განმავლობაში  ყველა მსურველს საშუალება ექნება მიიღოს ინფორმაცია შაქრიან დიაბეტთან დაკავშირებით, გაიაროს უფასო კონსულტაცია მაღალკვალიფიციურ ენდოკრინოლოგებთან და მიიღოს 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ გამოკვლევებზე. დაესწარით ღონისძიებას და ისწავლეთ თქვენი საკუთარი ჯანმრთელობის მართვა მაღალკვალიფიციური ექიმების რჩევების გათვალისწინებით.

epn.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …