მთავარი » ჯანდაცვა » ანტიბიოტიკების ხშირი და არასათანადო გამოყენება ორგანიზმს ხდის რეზისტენტულს
უნდა ვიცოდეთ, რომ ანტიბიოტიკების ხშირი და არასათანადო გამოყენება ორგანიზმს ხდის რეზისტენტულს, ეს კი მომავალი თაობისთვის ნამდვილად დამღუპველი იქნება.

ანტიბიოტიკების ხშირი და არასათანადო გამოყენება ორგანიზმს ხდის რეზისტენტულს

თბილისში ანტიმკრობული თერაპიის რაციონალურ გამოყენებას სპეციალური კონფერენცია მიეძღვნა, რომელიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საკონსულტაციო ჯგუფის „გლობალური ალიანსის“ ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციაზე  მოწვეულ სტუმრებსა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის პრქტიკოს ექიმებს ანტიმიკრობული თერაპიის რაციონალური გამოყენების ინსტრუქციები  გააცნეს და სენფორდის ,,ანტიმიკრობული თერაპიის“ სახელმძღვანელოს 45-ე გამოცემის ქართული ვერსია საჩუქრად გადასცეს.

კონფერენციაზე ისაუბრეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ანტიბიოტიკების რაციონალურად გამოყენება,რა უნდა იცოდეს პირველადი ჯანდაცვის რგოლის პრაქტიკოსმა ექიმებმა თუ, ზოგადად, საზოგადოებამ, რაც გარკვეულ გავლენას ახდენს ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს განვითარებაზე. ასევე აღინიშნა, რომ რეზისტენტობა მას შემდეგ არსებობს, რაც ანტიბიოტიკი შეიქმნა, მაგრამ დღეს  მთელი რიგი პრობლემების გამო ანტიბიოტიკების მიღება არ არის მომგებიანი ფარმაცევტული კომპანიებისათვის და ახალი ანტიბიოტიკების შექმნის ტემპი მკვეთრად ჩამორჩება რეზისტენტობას.

„ძალიან საინტერესო და სასარგებლო კონფერენცია შედგა  ანტიმიკრობული თერაპიის რაციონალურ გამოყენებასთან დაკავშირებით. ასეთი ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, კლინიცისტი ექიმებისთვის აუცილებელია, რადგან კიდევ ერთხელ გავიგოთ უფრო მეტი ანტიბიოტიკების ხშირ და დიდი რაოდენობით გამოყენების უარყოფით შედეგებთან დაკავშირებით. უნდა ვიცოდეთ, რომ ანტიბიოტიკების ხშირი და არასათანადო გამოყენება ორგანიზმს ხდის რეზისტენტულს, ეს კი მომავალი თაობისთვის ნამდვილად დამღუპველი იქნება,“ –  აღნიშნავს  „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“  ხონის ფილიალის ექიმი-ინფექციონისტი, დარეჯან შარაბიძე.

კონფერენციაზე ასევე ითქვა, რომ ანტიმიკრობული რეზისტენტობა 21-ე საუკუნის გლობალური გამოწვევაა, რომელმაც გადალახა ყოველგვარი საზღვრები, გავრცელდა ყველა კონტინენტზე და  მიიღო პანდემიის სახე. სწორი, რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია ერთის მხრივ, მნიშვნელოვანი ინტერვენციაა ინფექციების სამკურნალოდ და, მეორეს მხრივ, მთავარ იარაღს წარმოადგენს ანტიბიოტიკების რეზისტენტობასთან ბრძოლაში.

„გლობალ ალიანსი“ მხარს უჭერს ჯადაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივას   ანტიმიკრობული თერაპიის რაციონალურად გამოყენების თაობაზე   და მზად არის  დაეხმარონ აღნიშნული სახელმძღვანელოს პრაქტიკულად გამოყენების საკითხებში.

for.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …