მთავარი » ჯანდაცვა » მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება დროული და აუცილებელია
მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემაა, შესაბამისად, სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება დროული და აქტუალურია.

მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება დროული და აუცილებელია

ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, და მეტი სტიმული ადგილობრივ წარმოებას მიეცეს.

თუმცა, იმისათვის, რომ ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია და რეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება.

“ჯანმრთელი სამართლიანი საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი გიგა ჩხაიძე მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი გამოსავალი შექმნილი პრობლემიდან სწორედ, ჯენერიკ მედიკამენტების ფარმაცევტულ ბაზარზე შემოტანა, მათი სეგმენტის გაფართოებაა, რომელთა ღირებულებაც ბრენდულ წამლებთან შედარებით, გაცილებით დაბალია, ასევე მიაჩნია, რომ მედიკამენტებზე ხარისხის კონოტროლის გამკაცრება აუციელებელი და დროულია, რადგან წამლის გაიაფების ფონზე მომხმარებელი არ დაზარალდეს.

“მივესალმები ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივას, რომელიც ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებას ითვალისწინებს. ჩვენი მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემაა, შესაბამისად, სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება დროული და აქტუალურია.

რა თქმა უნდა, აღნიშნული დასახელების მედიკამენტები ბრენდულთან შედარებით, გაცილებით იაფია და ეს მისასალმებელია, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესებში მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს, რათა მომხმარებელი იყოს სათანადოდ დაცული”, – აღნიშნა გიგა ჩხაიძემ.

სისხლძარღვთა და გულის დაავადების ცენტრის კარდიოქირურგიული სამსახურის უფროსი, კარდიოქირურგი ზაზა კაციტაძე მედიკამენტების გაძვირების თემას გლობალურად განიხილავს და მიაჩნია, რომ წამლის გაძვირება პირდაპირ კავშირშია მკურნალობის შედეგზე.

“ძვირდება მედიკამენტები ძვირდება მკურნალობაც. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, რადგან მედიკამენტებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მკურნალობაში. ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. ამისათვის მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლის გამკაცრება.

ბრენდული წამლების ჯენერიკებით ჩანაცვლებით უარყოფითს ვერაფერს ვხედავ. თუმცა გასათვალისწინებელია მწარმოებელი ქვეყანა, ტექნოლოგიური პროცესები და ა.შ. მის ვარგისიანობას კი ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ლაბორატორია დაადგენს”, – აღნიშნავს კარდიოქირურგი ზაზა კაციტაძე.

ibusiness.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …