მთავარი » ჯანდაცვა » ჯანდაცვის მინისტრმა უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა
უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენა - როგორც მინისტრმა განმარტა, დღეს სამი წლის განმავლობაში სამინისტრომ საკმაოდ ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრმა უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. როგორც მინისტრმა განმარტა, დღეს სამი წლის განმავლობაში სამინისტრომ საკმაოდ ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა.

“ნამდვილად რთული იყო, რომ ერთ საათამდე პერიოდში წარმოგვედგინა ძირითადი საკითხები, რეფორმების მთავარი პუნქტები, როგორიც იყო საყოველთაო ჯანდაცვა, C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა, წარმოვადგინეთ და მივაწოდეთ საზოგადოებას ეს ინფორმაცია”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

სამწლიანი მუშაობის ანგარიშში მოხვდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. როგორც მინისტრმა პრეზენტაციაზე აღნიშნა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით საკმაოდ ბევრმა პაციენტმა ისარგებლა. ყველაზე მეტმა კი გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებით ისარგებლა.

მინისტრის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა იყო რეცეპტების ინსტიტუტი, რამაც მისი აზრით, საგრძნობლად შეამცირა სააფთიაქო ნარკომანია. სერგეენკოს თქმით, რეგიონებში მოხდა სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ამ პერიოდის განმავლობაში გაიზარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ანაზღაურება, ასევე, შეიქმნა სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამა.

დავით სერგეენკოს განცხადებით, მთავრობის სოციალური დანახარჯები გაიზარდა. 2012 წელს ეს იყო 1 793 900 000 ლარი, 2015 წელს კი 2 785 000 000 ლარი. მისივე თქმით, ასაკობრივი პენსია 160 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, მინისტრის თქმით, გაზრდილია ასაკით პენსიონერთა რაოდენობა. 2013 წელს ასაკით პენსიონერების რაოდენობა 683 826 იყო, ხოლო 2015 წელს 705 184-ია.
სერგეენკოს ცნობით, გაიზარდა შეზღდულულ შესაძლებობების მქონე ბავშვთა პენსია 60 ლარით.

გაიზარდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობისთვის ბრძოლაში და საერთაშორისო მისიებში დაღუპულთა ოჯახების წევრების კომპენსაცია 500 ლარიდან 1 000 ლარამდე. ამ სამი წლის განმავლობაში მოხდა დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობის და ანაზღაურების გაზრდა. მისივე განცხადებით, თუკი აქამდე დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა 4 თვე და ანაზღაურება 600 ლარს შეადგენდა, ახლა 6 თვეა და ანაზრაურება არის 1 000 ლარი.

ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობის სამწლიან ანგარიშს ასევე ესწრებოდნენ ექიმები, მინისტრთა კაბინეტის წევრები.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …