საქართველოში ევროპელი პათო-მორფოლოგების და ციტოლოგების მონაწილეობით სამეცნიერო სემინარი მიმდინარეობს, რომელიც მსოფლიოს უახლესი პათანატომიური მიღწევების, რთული შემთხვევების იდენტიფიცირებისა და ინოვაციების გაცნობას ითვალისწინებს.
სემინარზე დასასწრებად საქართველოში აზერბაიჯანელი ექიმებიც ჩამოვიდნენ.
მედიცინის ამ დარგის განვითარება საქართველოში ხელს შეუწყობს ზუსტი დაიგნოზების დასმას, მკურნალობის უფრო ეფექტური ტაქტიკის განსაზღვრას და ქირურგის მიერ ჩატარებული ოპერაციის შეფასებას.
სემინარი ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი ექიმ-პათოლოგის ალექსი ბაიდოშვილის ინიციატივით მიმდინარეობს რომელის ორგანიზატორიც საქართველოს პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაცია, „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ და საზოგადოებრივიჯანდაცვის ასოციაცია გიმფაა (GIMPHA).