დღეს ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში აშშ-ს მთავრობის ახალი პროგრამის – ბედაკილინის – ტუბერკულოზის სამკურნალო ახალი პრეპარატის საქართველოში დანერგვისადმი მიძღვნილ პრეზენტაცია გაიმართება.
დღეს ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, აშშ -ს ელჩი საქართველოში იან კელი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და USAID-ის წარმომადგენლები დაესწრებიან აშშ-ს მთავრობის ახალი პროგრამის – ბედაკილინის – ტუბერკულოზის სამკურნალო ახალი პრეპარატის საქართველოში დანერგვისადმი მიძღვნილ პრეზენტაციას.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაზე გაკეთდება ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ ჟანსსენ თჰერაპეუტიცს-ის დონაციის შედეგად, ტუბერკულოზის წამლისადმი რეზისტენტული ფორმის სამკურნალო ახალი მედიკამენტი, ბედაკილინი უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში.
ბოლო 40 წლის განმავლობაში ბედაკილინი არის პირველი ახალი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის წამლისადმი რეზისტენტული ფორმის სამკურნალოდ. ეს ინოვაციური პარტნიორობა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტული ბაქტერიის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში.
პროგრამა სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელი მედიკამენტს პაციენტებს უფასოდ გადასცემს. საქართველო, რომელიც პროგრამის პირველი ბენეფიციარი ქვეყანაა, დაახლოებით 31 000 ბედაკილინის აბით მომარაგდება, რაც საკმარისია 24 თვის განმავლობაში 200 პაციენტის მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად, _ აღნიშნავენ სამინისტროში.