მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » რატომ არის საჭირო მედიკამენტებზე სახელმწიფო სუბსიდირება
რატომ არის საჭირო მედიკამენტებზე სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება და როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპული გამოცდილება, - ექსპერტმა ელენა კიცაპი

რატომ არის საჭირო მედიკამენტებზე სახელმწიფო სუბსიდირება

მედიკამენტებზე ფასები გაიზარდა, რაც სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მძიმე ტვირთი აღმოჩნდა.

ხშირად პაციენტები საჭირო მედიკამენტების შეძენას ვერ ახერხებენ, მიუხედავად იმისა, რომ  მათ ექიმთან ვიზიტი და დიაგნოზის გაგება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სრულიად უსასყიდლოდ ან 70%–იანი სახელმწიფოს თანადაფინანსებით შეუძლიათ.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, საქართველოს მოსახლეობისათვის ერთ–ერთ აქტუალურ პრობლემად მაღალი ფასის გამო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა რჩება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო გამოყოფს განსაზღვრულ თანხებს გარკვეული კატეგორიის მოსახლეობისათვის მედიკამენტების შესაძენად, თუმცა ეს ხშირად საკმარისი არაა.

ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ამ ქვეპროგრამების მოდიფიკაციაზე „რეიმბურსაციის პროექტში“ ანუ მკურნალობისათვის აუცილებელი კონკრეტული წამლების ღირებულებების კომპენსაციაზე.

რატომ არის საჭირო მედიკამენტებზე სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება და როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპული გამოცდილება, ამ და სხვა საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალური ალიანსის“ ექსპერტმა ელენა კიცაპმა ისაუბრა.

„თავის დროზე, „რეიმბურსაციის მექანიზმი“ შეიქმნა სამკურნალო საშუალებების შეძენის შედეგად წარმოშობილი ფინანსური ტვირთის შესამცირებლად და მასთან ერთად, მათი რაციონალური გამოყენების გასაუმჯობესებლად, მაგრამ არა მარტო გამოყენების, არამედ ექიმის მიერ გამოწერილი წამლების კონტროლისათვისაც.

რაც შეეხება იმას, თუ რომელი წამლები უნდა მოხვდეს „რეიმბურსაციას“ დაქვემდებარებულ სიაში, უპირველესად ეს არის წამლები, რომლებიც გაიცემა მხოლოდ რეცეპტით. ისეთი პრეპარატები, როგორებიცაა „ბრილიანტის მწვანე“ და სხვა ამგვარი სამკურნალო საშუალებები ამ სიაში ვერ მოხვდება. ე.ი. აუცილებელია იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ ეს წამლები რეალურად არის აუცილებელი.

ამასთან, ეს უნდა იყოს წამლები, ხელმისაწვდომი ფასით და უნდა დაამტკიცონ თავის ეფექტურობა წლების განმავლობაში. არსებობს კონკრეტული რეკომენდაციაები, რომლეთა თანახმადაც ზემოაღნიშნულ სიაში ჩაერთოს ის ახალი სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ძვირადღირებულია. უნდა აღინიშნოს, რომ  რეიმბურსაციისას საუბარია მხოლოდ იმ პრეპარატებზე, რომლებიც ამბულატორიულ პირობებში გამოიყენება.

იმ მედიკამენტებზე კი, რომლებიც საავადმყოფოებში გაიცემა, რეიმბურსაციის მექანიზმის გამოყენება არ შეიძლება – აქ უნდა მოქმედებდეს სხვა, განსხვავებული სისტემა ციფრული მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად.

თუ შევხედავთ განვითარებულ ქვეყნებს, მათ რეიმბურსაციის პოზიტიური ფურცელი პრაქტიკულად, ბაზარზე არსებული წამლების 90%–ზე აქვთ, ხოლო დარჩენილი 10%, რომლის კომპენსაციასაც არ იძლევიან, ესენია ხველების საწინააღმდეგო სიროფები და ა.შ. განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში კი, როგორიც, მაგალითად, საქართველოა, რეკომენდაციას ვაძლევთ ეს სია უფრო მეტად შემცირდეს. მთავარია, წამლები იყოს ხარისხიანი, ეფექტური და ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის. ამასთანავე, მათ უნდა დაფარონ ქრონიკული დაავადებების ძირითადი ნოზოლოგიები.

მკურნალობისათვის აუცილებელი კონკრეტული მედიკამენტების ღირებულებების კომპენსაციის პროგრამის ერთ–ერთი ძირითადი ამოცანა იმ ადამიანების დახმარებაა რომლებმაც სისტემატურად უნდა მიიღონ წამლები. მაგალითად ქრონიკული დაავადებების დროს.

ჩვენ არ უნდა დავუშვათ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რომელიც შემდგომ მიგვიყვანს ინვალიდობამდე, ჰოსპიტალიზაციამდე ან გარდაცვალებამდე. ასეთ შემთხვევებში მკურნალობისას, სახელმწიფო ხარჯები დიდი იქნება.

ამასთან. რეიმბურსაცია, გარკვეულწილად, პირველადი პრევენციის ფუნქციასაც ასრულებს. მაგალითად, ჰიპერტონიკების სისტემატური კონტროლი საშუალებას მოგვცემს შევამციროთ ინსულტის ალბათობა (ამ შემთხვევაში ადამიანი ადამიანი ხშირად ინვალიდდება, რომელსაც უნდა მივცეთ პენსია, წამლები, რომლებიც უკვე ვეღარ შეძლებენ დაუბრუნონ ავადმყოფს ჯანმრთელობა  და ა.შ.) და თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები.

პირველი, რაც უნდა მოხდეს ასეთი წამლების ჩამონათვალში, ეს არის ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, რომელთა სარგებლიანობა დამტკიცებულია როგორც თერაპიული, ისე ღირებულების ეფექტურობის მხრივ.

– რეიმბურსაცია საქართველოში გათვალისწინებილი იქნება მხოლოდ გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის თუ ეს საყოველთაო იქნება?

– ვფიქრობ, თავიდან ეს მექანიზმი გათვალიწინებული უნდა იყოს მხოლოდ მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისთვის, რადგან ბიუჯეტი ლიმიტირებულია. უნდა დავიწყოთ, განსაკუთრებული მოქალაქეთა კატეგორიით, მაგალითად, პენსიონერებითა და უმწეოებით.

იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ შემოსავალი და შესაძლებლობა, ჰქონდეთ კერძო სამედიცინო დაზღვევა, შეუძლიათ ისარგებლონ კერძო სადაზღვეო კომპანიების პოლისებით, რომლებიც, როგორც წესი, ითვალისწინებენ სამკურნალო საშუალებების ნაწილობრივ ანაზღაურებას.

შეჭირვეული მოსახლეობისთვის კი წვდომა ყველაზე აუცილებელ მედიკამენტებზე უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ. არის ქვეყნები, სადაც ერთბაშად და დიდი მოცულობით ხდება რეიმბურსაციის  პროგრამის ამოქმედება. შედეგად, შესაძლოა, გაჩნდეს ფინანსური საშუალებების დეფიციტი.

მედიკამენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, ასევე უნდა აღვნიშნოთ ფასების რეგლამენტირება. მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ფასების რეგლამენტირება, პირველ რიგში, იმ მედიკამენტებზე ხდება, რომლებიც „რეიმბურსაციის“ პროგრამაში არიან ჩართული. ესე იგი იქ, სადაც არის სახელმწიფოს ინტერესები, აუცილებლად ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რისთვის და რამდენს გადავიხდით, წინასწარ უნდა დაიგეგმოს რა ფასით ვხელმძღვანელობთ. შესაძლოა, აქ საჭირო გახდეს ცვლილებები კანონმდებლობაშიც.

–როგორ უნდა განხორციელდეს ამ პროცესებზე კონტროლი?

–ყველაზე საუკეთესო კონტროლი ყველასთვის გამჭვირვალე და მისაღები წესების შემოღებაა.

–როგორ შეაფასებთ საქართველოს ბაზარზე არსებული მედიკამენტების ხარისხს?

–როდესაც ვსაუბრობთ ხარისხზე, უნდა აღინიშნოს, რომ სწორია მიდგომა, რომ ხარისხის დამატებით კონტროლს აღარ საჭიროებს ევროკავშირის ქვეყნებში და აშშ–ში დარეგისტრირებული მედიკამენტები. ეს მსოფლიო პრაქტიკაა და ამდენად, მათ აქვთ GMP სერთიფიკატი, რომელიც ეხება ფარმაცევტული პროდუქციის წარმოებას და რომელიც მოწმობს, რომ მედიკამენტი ნამდვილად ხარისხიანია.

სხვათაშორის, იმ ქვეყნებში, რომლებმაც მოაწერეს ხელი შეთანხმებას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ,  შემოღებული უბდა იქნას GSP სტანდარტი ფარმაცევტული პროდუქტის ტრანსპორტირებასა და შენახვაზე, GDP სტანდარტები საბითუმო გადამზიდველებისთვის და GPP – აფთიაქებისთვის. ჩვენ მივეცით რეკომენდაციები საქართველოსაც, რომ იგივე შემოიღოს. თუკი ეს სტანდარტები ამოქმედდება, სიტუაცია ბევრად გაუმჯობესდება. 

commersant.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …