დავით სერგეენკო ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. საქართველოში GMP სტანდარტის დამკვიდრება იყო შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა.
მედიკამენტის ხარისხის კონტროლის სისტემის შემოღება ხელს შეუწყობს ჯენერიკების სეგმენტის ლეგალურ ზრდას. მედიკამენტების ფასების დარეგულირების მიმართულებით სამინისტროს სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სწორედ მედიკამენტების ხარისხის კონტროლს ემყარება.
ფასების დასარეგულირებლად სამინისტრო აქტურად მუშაობს სხვა საშუალებებითაც. უკვე დასრულდა რაციონალური ანტიბიტიკოთერაპიის სახელმძღვანელოზე მუშაობა, რომელსაც უახლოეს მომავალში გაეცნობა ფარმ-ინდუსტრია.
შეხვედრაზე რეცეპტების ინსტიტუტის ამოქმედებასა და მის შედეგებზეც ისაუბრეს. 1 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ფარმაცევტული პროდუქტის ნაწილი რეცეპტებს დაექვემდებარა. საუბარი შეეხეო სააფთიაქო ნარკომანიასაც.
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, მინისტრს საკუთარი შეხედულებები გააცნეს.