აჭარაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმთა გადამზადება დაიწყო.
გადაუდებელი დახმარების შესახებ სწავლებას რეგიონის 46 ექიმი გაივლის.
ტრენინგები ექიმებისთვის ივლისში დაიწყო და ამ დროისთვის გადამზადება საქართველოს 7 რეგიონიდან 164-მა ექიმმა გაიარა.
პროცესი სასწრაფო დახმარების ყველა ექიმის კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს. პროგრამის მომდევნო ეტაპი ოქტომბერში დაიწყება.