მთავარი » ჯანდაცვა » ტუბერკულოზიანების მკურნალობა სტაციონარულ პირობებში
საზოგადოების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჩვენ იძულებული გავხდებით, რომ ერთგვარი იზოლაცია, მკურნალობა ჩავუტაროთ სტაციონარულ პირობებში.

ტუბერკულოზიანების მკურნალობა სტაციონარულ პირობებში

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ტუბერკულოზი სპეციფიური დაავადებაა, რომლის გადაცემაც, ხშირად, ჰაერწვეთოვანი გზით ხდება.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად დაავადებული პაციენტები უარს ამბობენ მკურნალობაზე, სახელმწიფო ვალდებულია, ერთგვარი იზოლაცია მოხდინოს.

„ტუბერკულოზი სპეციფიური დაავადებაა, რომელის გადაცემაც ხშირად ჰაერწვეთოვანი გზით ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პაციენტი, რომელსაც, ხაზს ვუსვამ, სახელმწიფო უზრუნველყოფს თანამედროვე მკურნალობით, ამ მკურნალობას დაექვემდებარონ და მიიღონ. არის ერთეული შემთხვევები, როდესაც პაციენტები არ ემორჩილებიან დანიშნულებას და ასეთ შემთხვევაში, საზოგადოების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჩვენ იძულებული გავხდებით, რომ ერთგვარი იზოლაცია, მკურნალობა ჩავუტაროთ სტაციონარულ პირობებში“, – განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, რუსთავის დიაგნოსტიკის ცენტრს ფიბროსკანი გადაეცა.

„ჩვენ სულ შევიძინეთ ხუთი ხელსაწყო ფიბროსკანი, რომელიც ჰეპატიტის პროექტისთვის არის საჭირო, ეს ზუსტი დიაგნოსტიკის ხელსაწყოა, დავარიგეთ რეგიონებში და ბოლო, რომელიც გვქონდა გადავეცით რუსთავს. რადგან იმ რეგიონებიდან შესაძლებელი გახდეს პაციენტების ადგილზე დიაგნოსტირება“, – განაცხადა სერგეენკომ.

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …