ბარსელონაში არსებულ საავადმყოფოში Vall d’Hebron-ში წარმატებით ჩატარდა მსოფლიოში ფილტვის გადანერგვის პირველი სრულად რობოტიზებული ოპერაცია. ინფორმაციას RTVE ავრცელებს.
გამოცემა აზუსტებს, რომ ოპერაცია ახალი მეთოდის გამოყენებით ჩატარდა, რომელიც ითვალისწინებს მცირე ზომის გაკვეთის საშუალებით პაციენტისთვის ფილტვის ამოღებას და ახლის ჩასმას. შესაბამისად, მკერდის ძვლის „გატეხვა“ საჭირო არაა.
საოპერაციო უბნის გაჭრის შემდეგ, რასაც ქირურგი ხელით აკეთებს, ოპერაცია სრულად რობოტიზებულ რეჟიმში წარიმართა: სამუშაოს დანარჩენი ნაწილი რობოტმა „და ვინჩიმ“ ოთხი „ხელით“ შეასრულა.
ეს ინოვაციური ოპერაცია 65 წლის მამაკაცს ჩაუტარდა, რომელსაც ფილტვის გადანერგვა ფიბროზის გამო დასჭირდა.
„ახალი ქირურგიული ტექნიკა საშუალებას იძლევა, კანის და კუნთების მხოლოდ მცირე მონაკვეთი გავჭრათ. ესაა მეთოდი, რომლის საშუალებითაც ჭრილობა მარტივად ხორცდება, ის ბევრად უსაფრთხოა და პრაქტიკულად უმტკივნეულოა,“ – განაცხადა საავადმყოფოს წარმომადგენელმა.
„ესაა ისტორიული ეტაპი, რომელიც, გვჯერა, ათასობით პაციენტის სიცოცხლეს გააუმჯობესებს,“ – განაცხადა ექიმმა.