მთავარი » ჯანდაცვა » მედიკამენტების ხარისხის პრობლემა აუცილებლად საჭიროებს მასშტაბური კვლევის ჩატარებას
ჯანდაცვის რეფორმასა და მედიკამენტების ხარისხის თემას „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ შიდსის პროგრამის დირექტორი მაკა გოგია გამოეხმაურა.

მედიკამენტების ხარისხის პრობლემა აუცილებლად საჭიროებს მასშტაბური კვლევის ჩატარებას

ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილ რეფორმასა და მედიკამენტების ხარისხის თემას „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ შიდსის პროგრამის დირექტორი მაკა გოგია გამოეხმაურა.

„ჩვენი ქსელი ადვოკატირებას უწევს ნარკომომხმარებელ პირებს. მათი გარკვეული ნაწილისთვის ხელმისაწვდომია ჩანაცვლებითი მკურნალობა. არის შემთხვევები, როცა ამ პროგრამაში ჩართული პაციენტები ტოვებენ ხოლმე პროგრამას. შესასწავლია მიზეზები, თუ რატომ ხდება ასეთი შემთხვევები, ან რატომ არ ერთვებიან იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც რეალურად საჭიროა.

ბოლო პერიოდში მოთხოვნა შემცირდა ჩანაცვლებითი თერაპიის მკურნალობაზე. ჩვენი ბენეფიციარები, რომელებიც პროგრამაში არიან ჩართულები, პირად საუბრებში ლაპარაკობენ მომსახურების ხარისხის პრობლემებზე, თუმცა ეს ისეთი საკითხია, რომელიც სისტემურ კვლევას მოითხოვს.

საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც წინა წლებთან შედარებით ხუთი ათასით გაიზარდა ნარკომომხმარებელთა რიცხვი. ამ ადამიანებს სჭირდებათ ადეკვატური სამკურნალო და სარეაბილიტაციო სერვისების შექმნა. მხოლოდ ორკვირიანი დეტოქსიკაცია არ ნიშნავს დაავადებისგან განკურნება.

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სამი ფუნქცია აქვს და სწორედ ეს ფუნქციები უნდა იყოს რეალიზებული ამ კატეგორიის ადამიანების მკურნალობისა და მათი რესოციალიზაციის დროს. თუ ხარისხიანი სერვისები არ შეიქმნება, ამ ადამიანების რესოციალიზაცია გაჭირდება. მხოლოდ დეტოქსიკაციის დაფინანსება არ შველის ამ ადამიანებს. კარგი იქნება, თუ ჯანდაცვის მომავალი რეფორმა ამასაც შეეხება“, –აღნიშნავს გოგია.

„რაც შეეხება ზოგადად მედიკამენტების ხარისხის პრობლემას, ეს ისეთი საკითხია, რომელიც აუცილებლად საჭიროებს მასშტაბური კვლევის ჩატარებას. უფრო მეტი საბაზისო არგუმენტაციაა საჭირო და მტკიცებაზე დაფუძნებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შევძლებთ განვსაზღვროთ, მართლაც არის თუ არა ქვეყანაში წამლების ხარისხის პრობლემა.

ძალიან ბევრი მედიკამენტი არსებობს, რომელსაც ანალოგური მოქმედება აქვს, როგორც ბრენდულ წამალს, თუმცა არსებობს მედიკამენტები, რომლების ეფექტი ინსტრუქციაში მოცემულ ჩვენებას არ ემთხვევა ხოლმე. სწორედ ამიტომ არის საჭირო სწორი კვლევის ჩატარება და არა მშრალი არგუმენტებით მსჯელობა“ – ამბობს მაკა გოგია.

news.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …