მთავარი » მსოფლიო » ისრაელში შექმნეს ნივთიერება, რომელსაც ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიების განადგურება შეუძლია

ისრაელში შექმნეს ნივთიერება, რომელსაც ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიების განადგურება შეუძლია

ისრაელის მეცნიერებმა შექმნეს ახალი ნივთიერება, რომელსაც ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიების განადგურება შეუძლია.

ამის შესახებ ბენ-გურიონის უნივერსიტეტი იტყობინება.

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიები მთელ მსოფლიოში მეცნიერების სულ უფრო და უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს, რადგან ისინი ტრადიციულ აბტიმიკრობულ თერაპიას ეფექტიანობას უკარგავენ. ამ თერაპიის გარეშე კი ჭრილობებისა და მთელი რიგი ინფექციური დაავადებების მკურნალობა ძალიან პრობლემატურია და შესაძლოა გართულებები გამოიწვიოს.

შოშანა არადმა და მისმა კოლეგებმა ახალი შენაერთი მეტალისა და პოლისაქარიდისგან შექმნეს, რომელიც ბაქტერიებში ღრმად აღწევს და კლავს მათ.

ახალი ხსნარის სერიული წარმოება ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულის გამოყენებით დაიწყება. გამოგონების ავტორებმა უკვე შეიტანეს განაცხადი პატენტის მიღებაზე, რადგან ამ ტექნოლოგიაზე ძალიან მაღალ მოთხოვნას ელოდებიან.

ანტიმიკრობული რეზისტენტობა 21-ე საუკუნის გლობალურ გამოწვევად სახელდება, რომელმაც გადალახა საზღვრები, გავრცელდა ყველა კონტინენტზე და  მიიღო პანდემიის სახე.

თემა საქართველოშიც აქტუალურია, განსაკუთრებით – ჰოსპიტალური ინფექციების მხრივ არსებული ვითარების გამო, რის ერთერთ მთავარ მიზეზადაც ანტიბიოტიკების არაადეკვატური მოხმარება და მათ მიმართ ბაქტერიების რეზისტენტობა სახელდება. ექსპერტების თქმით, ჰოსპიტლებში ინფექციების შიდა გავრცელების ერთერთი ფაქტორი ისაა, რომ  ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენების შედეგად მათ მიმართ მოსახლეობაში ჩამოყალიბებულია რეზისტენტობა – ანუ მდგომარეობა, როდესაც ანტიბიოტიკი აღარ მუშაობს და ინფექციას ვერ ერევა.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …