მთავარი » ჯანდაცვა » კახაბერ ბარამიძემ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტები შეაფასა
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი პროექტები შეაფასა და საკუთარი აზრი გამოთქვა „ჯანმრთელობის სახლის“ ონკოლოგმა კახაბერ ბარამიძემ.

კახაბერ ბარამიძემ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტები შეაფასა

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი პროექტები შეაფასა და საკუთარი აზრი გამოთქვა „ჯანმრთელობის სახლის“ ონკოლოგმა კახაბერ ბარამიძემ. ექიმის განცხადებით ჯანდაცვის რეფორმებში საკმაოდ ბევრი ხარვეზია, რაც დახვეწასა და გამოსწორებას საჭიროებს.

„ჯანდაცვის პირველადი რგოლი უდავოდ გასაძლიერებელია. რეალურად, ოჯახის ექიმის ფუნქცია გაცილებით მარალი და მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს დღეს ესმით ამ რგოლში დასაქმებულებს. აქ კომპეტენციის პრობლემა დგას ძალიან მწვავედ“, – აცხადებს ბარამიძე.

„რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, აქაც არის ბევრი პოზიტიური და დადებითი მომენტი, მაგრამ მაინც არასრულყოფილია. როდესაც შენობა შენდება, მისთვის უნდა იქნას გამოყენებული საუკეთესო ცემენტი, საუკეთესო აგური, საუკეთესო „არმატურა“ და სხვა. ანალოგიურად არის ჯანდაცვის სიტემაშიც. როდესაც ხარჯებს ითვლი, აქ უნდა ანგარიშობდე რამდენია მოთხოვნა ანალიზებზე, რამდენია მოთხოვნა გამოკვლევებზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არ ხდება სრულყოფილად. არის მხოლოდ მინიმუმი ჩადებული, რომელიც უნდა შეასრულოს ექიმმა.

მინდა აღვნიშნო ერთი რამ, როდესაც საერთოდ არაფერი არ არის, სერვისის საერთოდ არარსებობის ფონზე, ადამიანი მინიმალურითაც კმაყოფილდება, თუმცა ეს არ არის საკმარისი მაგრამ როდესაც, რეალურად, ისინი ეჯახებიან რაიმე პრობლემას, შემდეგ ჩნდება უკმაყოფილება. ანუ, დაფინანსების წყაროს ხშირად აღემატება ადამიანების ჯიბიდან გასული თანხა“, – აცხადებს ბარამიძე.

ბარამიძემ ასევე შეაფასა წამლის ფასებიც და აღნიშნა, რომ ფასების საკითხი მედიკამენტების ხარისხთან ერთად საჭიროებს გამოსწორებას და მკაცრ კონტროლს. 

„რაც შეეხება წამლის ფასებს და ხარისხს, ორივე პრობლემა სწრაფად და მკვეთრად გამოსასწორებელია. პირველ რიგში, უნდა დარეგულირდეს ხარისხის პრობლემა, პარალელურად ფასების საკითხიც. ბაზარი უნდა იყოს დატვირთული ყველა ტიპის მედიკამენტით, როგორც ევროპულით, ასევე აზიურით. პაციენტმა თვითონ უნდა გადაწვიტოს, თუ რომელი მედიკამენტის შეძენის საშუალება აქვს“, – მიაჩნია მედიკოსს.

info9.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …