მთავარი » მსოფლიო » მსოფლიოში “ომიკრონის” ახალი ქვეშტამი გამოჩნდა, რომელიც ინფიცირების ზრდას იწვევს

მსოფლიოში “ომიკრონის” ახალი ქვეშტამი გამოჩნდა, რომელიც ინფიცირების ზრდას იწვევს

მსოფლიო მედია „ომიკრონის“ ახალი განშტოების XBB.1.5-ის საფრთხეებზე წერს. „სიენენის“ ინფორმაციით, კორონავირუსის ამ სახეობამ შესაძლოა, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევების ახალი ზრდა გამოიწვიოს.

სიენენი“ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ „ექსბიბი.1.5“-მა ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ინფიცირების წილი გააორმაგა.

აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში შემთხვევების 75 პროცენტი „ომიკრონის“ ახალ განშტოებაზე მოდის.

ვირუსოლოგები და ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ „ომიკრონის“ ამ ქვეხაზს აქვს ისეთი თვისებები, რაც იძლევა „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ხელახლა ზრდის პოტენციალს აშშ-ში, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენად დიდი იქნება ეს ტალღა და გაიზრდება თუ არა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები.

ექსბიბი.1.5“ პირველად ნიუ იორკსა და კონექტიკუტში ოქტომბრის ბოლოს აღმოაჩინეს.

ვირუსების ევოლუციის ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფი (TAG-VE) რეგულარულად აწყობს შეხვედრებს SARS-CoV-2 -ის მოცირკულირე ვარიანტების განხილვის მიზნით და ჯანმოს აძლევს რეკომენდაციებს, რამდენად და როგორაა საჭირო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრატეგიების შეცვლა.

TAG-VE-მ ბოლოს ასეთი შეხვედრა 3 იანვარს გამართა, რათა ჩინეთში არსებული კოვიდ-ვითარება მიმოეხილა.

ანალიზმა აჩვენა, რომ ჩინეთში ამ ეტაპზე Omicron-ის შტამის BA.5.2 და BF.7 სახეობები დომინირებს.

TAG-VE ამ ეტაპზე ასევე აკვირდება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში XBB.1.5-ის მზარდ წილს. აღნიშნულ ქვეშტამთან დაკავშირებული რისკების განახლებული შეფასება მზადების პროცესშია.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …