მთავარი » მსოფლიო » თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჩინეთიდან შემოსულ მოქალაქეებზე ეპიდემიოლოგიური კონტროლი უნდა გამკაცრდეს

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჩინეთიდან შემოსულ მოქალაქეებზე ეპიდემიოლოგიური კონტროლი უნდა გამკაცრდეს

მსოფლიოში COVID-ის ახალი შემთხვევების მატების ტენდენცია და ჩინეთში COVID-ის ახალი შემთხვევების ძალიან სწრაფი მატება საქართველოსთვისაც ზრდის რისკებს და მოითხოვს ჩვენგან სიფხიზლის გაძლიერებას და ზოგიერთი საპასუხო პრევენციული ღონისძიებებისგატარებას, მათ შორის ჩინეთიდან შემოსულ პირებზე COVID-ზე კონტროლის გამკაცრებას.

ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

„დღეს საქართველოს მოსახლეობა საიმედოდაა დაცული COVID-ისგან. იგი პრაქტიკულად არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე. მაგრამ ჩვენს ირგვლივ მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩინეთში არსებული არასახარბიელო COVID სიტუაცია სერიოზულ რისკებს შეიცავს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა COVID-ის მართვის სადავეები ხელიდან არ გაგვექცეს და ამის გაკეთება მხოლოდ მოსახლეობის და სამედიცინო პერსონალის ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი.

რაც შეეხება გრიპს და სხვა რესპირაციულ ინფექციებს, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში აღინიშნება მათი გავრცელების კლების ტენდენცია, თუმცა კვლავ რჩება მაღალი. ასე მაგალითად ამერიკის CDC-ის მონაცემებით გრიპით ყოველკვირეული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი დაეცა ყოველ 100 ათას მოსახლეზე 8-დან 4.5-მდე, რაც 2009-2010 წლების სეზონიდან მოყოლებული მაინც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საქართველოშიც შეიმჩნევა გრიპის და სხვა რესპირაციული ინფექციების გავრცელების კლება, თუმცა მომართვიანობა და კლინიკების დატვირთვა მაინც მაღალია. რესპირაციული ინფექციების შემთხვევების დაახლოებით ნახევარი მოდის A გრიპზე (H3N2 და H1N1 ქვეტიპები), ხოლო დანარჩენი ნახევარი სხვა რესპირაციულ ვირუსებზე – რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ადენოვირუსი, რინოვირუსი, კორონავირუსები (მათ შორის COVID-ის გამომწვევი) და სხვ.

საქართველოში ჯანდაცვის სისტემა (ოჯახის ექიმები, სასწრაფო დახმარება, კლინიკები) ძალიან გამართულად მუშაობს. არცერთი ავადმყოფი არ რჩება ექიმისა და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე,“ – წერს ცერცვაძე.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …