მთავარი » მსოფლიო » ამერიკელი ექიმები „ტერაფლუს“ და სხვა ცნობილი მედიკამენტების გაყიდვიდან ამოღებას ითხოვენ

ამერიკელი ექიმები „ტერაფლუს“ და სხვა ცნობილი მედიკამენტების გაყიდვიდან ამოღებას ითხოვენ

ამერიკელი ექიმები გაყიდვიდან „ტერაფლუს“ და სხვა პოპულარული მედიკამენტების ამოღებას მოითხოვენ, რომლებიც გაციების სიმპტომების შესამსუბუქებლად გამოიყენება. მიზეზი, მათი განცხადებით, ამ წამლების არაეფექტიანობაა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, აღნიშნული მედიკამენტების ნაკლებეფექტიანობა კვლევების შედეგად დადასტურდა, რის შემდეგაც მედიკოსები ამ პრეპარატების გაყიდვების შეჩერების ინიციატივით გამოვიდნენ.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, „ტერაფლუ,“ „ბენადრილი“ და „ტაილენოლი“, რომლებსაც ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ადამიანი იღებს, ათობით დასახელების ურეცეპტო მედიკამენტების, სიროფებისა და სითხეების სიაში შედის.

მათ შემადგენლობაშია ინგრედიენტი სახელწოდებით ფენილეფრინი, რომელიც ცხვირის „გაჭედვის“ საწინააღმდეგო ეფექტით ხასიათდება. ინგრედიენტი უსაფრთხოდ ჩაითვალა, თუმცა ოთხმა კვლევამ აჩვენა, რომ წამლები ცხვირის გაჭედვას არ ამსუბუქებს. კვლევების შედეგებზე დაყრდნობით ექიმები მიიჩნევენ, რომ ეს მედიკამენტები არ უნდა იყიდებოდეს.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …