ჩინეთი ახლა განიცდის პანდემიის, სავარაუდოდ, მსოფლიოში ყველაზე დიდ კოვიდ ტალღას. ამის შესახებ ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა განაცხადა.
„ჩინეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შესაძლოა 800 მილიონი ადამიანი დაინფიცირდეს კორონავირუსით მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში და რამდენიმე მოდელი პროგნოზირებს, რომ შეიძლება ნახევარი მილიონი ადამიანიც გარდაიცვალოს.
ცოტა ხნის წინ, ჩინეთის CDC-ის დირექტორის მოადგილემ, Xiaofeng Liang, საჯარო მედიის საშუალებით განაცხადა, რომ COVID ტალღამ შესაძლოა, რეალურად დააინფიციროს მოსახლეობის დაახლოებით 60%“ ეს ნიშნავს, რომ პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 10% შეიძლება დაინფიცირდეს მომდევნო 90 დღის განმავლობაში.
ვირუსის გადაცემის შესაფასებლად, მეცნიერები იყენებენ პარამეტრს, რომელსაც ეწოდება რეპროდუქციული რიცხვი ან R რიცხვი. ძირითადად, R რიცხვი გიჩვენებთ საშუალოდ რამდენ ადამიანს აინფიცირებს ერთი ავადმყოფი. მაგალითად, COVID-ის პანდემიის დასაწყისში, 2020 წლის დასაწყისში, R რიცხვი იყო დაახლოებით 2 ან 3. აშშ-ში გასულ ზამთარში ომიკრონის ზრდის დროს, R რიცხვი დაახლოებით 10-მდე ან 11-მდე გაიზარდა. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მეცნიერთა შეფასებით, R რიცხვი ამჟამად 16-ს შეადგენს ჩინეთში.
რატომ ვრცელდება ვირუსი იქ ასე ფეთქებად?
მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობას აქვს ძალიან მცირე იმუნიტეტი ვირუსის მიმართ, რადგან ადამიანების დიდი უმრავლესობა არასოდეს ყოფილა ინფიცირებული, აცრილია ჩინური ვაქცინით და ბუსტერ დოზით მოცვაც მცირეა. ბოლო დრომდე, ჩინეთი ფოკუსირებული იყო მასიურ კარანტინებზე, ტესტირებაზე და მოგზაურობის შეზღუდვებზე, რათა ვირუსი ძირითადად ქვეყნიდან გასულიყო. ასე რომ, ჩინეთმა თავიდან აიცილა ადამიანების უმეტესობის დაინფიცირება იმ ვარიანტებით, რომლებიც ომიკრონამდე იყო. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ახლა თითქმის 1.4 მილიარდი ადამიანი მგრძნობიარეა ინფექციის მიმართ.
18 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის დაახლოებით 90% აცრილია ჩინური ვაქცინის ორი აცრით. ეს კურსი გვთავაზობს კარგ დაცვას მძიმე დაავადებისგან, მაგრამ ის არ იცავს ინფექციისგან. გარდა ამისა, 60 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებს ესაჭიროებათ ვაქცინის ბუსტერ დოზა მძიმე დაავადებისგან დასაცავად. ამ მომენტისათის კი ჩინეთში ხანდაზმულთა მხოლოდ 50%-ს აქვს მიღებული მესამე დოზა, იტყობინება NPR. ეს ტოვებს დაახლოებით 11 მილიონ ადამიანს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის მაღალი რისკის ქვეშ.
რამდენიმე მოდელმა იწინასწარმეტყველა დაღუპულთა დიდი რაოდენობა ამ თავდაპირველი ზრდისთვის, მინიმუმ ნახევარი მილიონი სიკვდილით, შესაძლოა მილიონამდე. მაგრამ ეს რიცხვი, დიდად არის დამოკიდებული ორ ფაქტორზე.
პირველ რიგში, ხალხის ქცევა. თუ მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები ნებაყოფლობით განაგრძობენ კარანტინს, დაღუპულთა რიცხვი შეიძლება უფრო დაბალი იყოს.
მეორე, რამდენად კარგად გაუძლებს ჯანდაცვის სისტემა ამ წნეხს. არავინ იცის ზუსტად რა მოხდება ჩინეთში. მაგრამ სპეციალისტები გარკვეულ პროგნოზებს აკეთებენ იმის მიხედვით, თუ რა მოხდა მეზობელ ადგილებში მსგავსი ტალღის დროს. ჰონგ კონგში, ჩინეთის მსგავსად, ქალაქი წლების განმავლობაში იცავდა COVID-სგან. მაგრამ გასულ ზამთარში მათ განიცადეს ომიკრონის მასიური ზრდა და მხოლოდ ორი-სამი თვის განმავლობაში, დაახლოებით 3-დან 4 მილიონამდე – ანუ მოსახლეობის 50%-მა – დაინფიცირდა COVID.
ჩინეთმა კარგად მოახერხა ვირუსის შეკავება სამი წლის განმავლობაში და საბოლოოდ, ალბათ სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ გაცილებით დაბალი იქნება, ვიდრე სხვაგან მსოფლიოში, რადგან ქვეყანამ აცრა ასეთი მაღალი პროცენტი აქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ მაღალი იქნება, ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, მაგრამ ვაქცინაციის გარეშე ბევრად უარესი შეიძლებოდა ყოფილიყო,“ – წერს წერეთელი.