გლდანში “სამედიცინო კორპორაცია ევექსმა” ყველაზე დიდი, მულტიპროფილური ამბულატორიული ცენტრი გახსნა. როგორც “ინტერპრესნიუსს” “ევექსიდან” აცნობეს , გლდანის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს რაიონიდან გაუსვლელად, კომფორტულ გარემოში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული სპექტრი.
თანამედროვე ინფრასტრუქტურა, უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურა და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო ცენტრი პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის მომსახურებას სთავაზობს.
კლინიკაში დამონტაჟებული რიგის მართვის სისტემის დახმარებით პაციენტები დროის დანაკარგის გარეშე, შეუფერხებლად შეძლებენ მიიღონ ყველა პროფილის სამედიცინო მომსახურება, მათ შორის ოჯახის ექიმის კონსულტაცია.
ამბულატორიული ცენტრი გლდანის I მკ/რ ში, კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ გაიხსნა და მუშაობს, ორშაბათი–პარასკევი 09:00–20:00 სთ, შაბათი 09:00–20:00 სთ.
“სამედიცინო კორპორაცია ევექსი” მსგავსი ზომის ამბულატორიული ცენტრის გახსნას ვარკეთილის რაიონშიც გეგმავს.