მთავარი » მსოფლიო » FDA-მ AstraZeneca-ს ფილტვის კიბოს სამკურნალო მედიკამენტები დაამტკიცა

FDA-მ AstraZeneca-ს ფილტვის კიბოს სამკურნალო მედიკამენტები დაამტკიცა

ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) მის მიერ შექმნილი ფილტვის კიბოს სამკურნალო პრეპარატები: Imfinzi და Imjudo დაამტკიცა. წამლები განკუთვნილია ქიმიოთერაპიასთან კომბინაციით IV სტადიის წვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს მქონე ზრდასრული ადამიანების სამკურნალოდ.

FDA-მ გადაწყვეტილება კვლევის III ფაზის შედეგებზე დაყრდნობით მიიღო, რომელმაც აჩვენა, რომ მედიკამენტებმა და ქიმიოთერაპიამ ცდისპირებში სიკვდილის რისკი 23%-ით შეამცირა, ქიმიოთერაპიასთან კომბინაციით მკურნალობის სხვა მეთოდებთან შედარებით. რაც შეეხება მხოლოდ ქიმიოთერაპიასთან შედარებას, AstraZeneca-ს წამლების კომბინაციამ ამ შემთხვევაში დაავადების პროგრესირების ან სიკვდილის რისკის შემცირების კუთხით 28%-ით უკეთესი შედეგი აჩვენა.

ცნობისთვის, აშშ-ში ფილტვის კიბო მეორე ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებული სიმსივნეა. ყველაზე საშიში კი მეტასტაზური NSCLC-ია, რომლის აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტების დაახლოებით 8% ცოცხლობს დიაგნოზიდან ხუთი წლის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ AstraZeneca-ს მიერ ზემოხსენებული მედიკამენტებისთვის ავტორიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით მარეგულირებლებისთვის წარდგენილი განაცხადები ამჟამად ევროპაში, იაპონიასა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში განიხილება.

forbes.ge

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …