მთავარი » მსოფლიო » Pfizer-ი „პაქსლოვიდის“ გაყიდვებიდან 22 მილიარდიან მოგებას ელოდება

Pfizer-ი „პაქსლოვიდის“ გაყიდვებიდან 22 მილიარდიან მოგებას ელოდება

მესამე კვარტალში ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის Pfizer-ის წმინდა მოგება 5,7%-ით გაიზარდა. შემოსავლებმა კი მოლოდინებს გადააჭარბა.

კომპანიის პრეს-რელიზის თანახმად, ივლის-სექტემბერში მისმა წმინდა მოგებამ თანხობრივად 8,6 მილიარდი შეადგინა, რაც აქციაზე 1,51 დოლარის ტოლია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში პირველი მაჩვენებელი 8,1 მილიარდი იყო, მეორე კი 1,42.

კორონავირუსის ვაქცინისა და კოვიდ 19-ის სამკურნალო მედიკამენტის Paxlovid-ის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების გარეშე, რომლებიც გასულ წელს ძალიან მაღალი იყო, კომპანიის შემოსავლები 2%-ით გაიზარდა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კომპანიის შემოსავლები 99,5-დან 102 მილიარდი დოლარის დიაპაზონში იქნება. ამასთან, ვაქცინის გაყიდვებმა კომპანიას შესაძლოა მოუტანოს არა ნავარაუდევი 32 მილიარდი დოლარი, არამედ 34 მილიარდი. Paxlovid-ის რეალიზაციისგან კომპანია 22 მილიარდი დოლარის წლიურ მოგებას ელოდება.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …