მთავარი » მსოფლიო » აშშ-ში პედიატრიული კლინიკები გადატვირთულია –  კოვიდი სასუნთქი გზების ინფექციამ ჩაანაცვლა

აშშ-ში პედიატრიული კლინიკები გადატვირთულია –  კოვიდი სასუნთქი გზების ინფექციამ ჩაანაცვლა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბავშვებში სასუნთქი გზების ვირუსების აფეთქებაა.

მთელ რიგ შტატებში ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებები ვერ უმკლავდებიამ პაციენტების მოზღვავებას. მათ ძირითადად რესპირატორულ-სინსიტიალური ინფექციის დიაგნოზს უსვამენ.

ბოლო რამდენიმე კვირაა, ჰარტფორდის საავადმყოფო ბავშვებითაა გადატვირთული.

კლინიკა ამ ეტაპზე აწარმოებს მოლაპარაკებებს ეროვნულ გვარდიასა და საგანგებო სიტუაციების ფედერალურ სააგენტოსთან ქუჩაში სპეციალური კარვის დადგმის მიზნით, რათა მეტი პაციენტის განთავსება შეძლონ.

კლინიკის მთავარი ექიმის ხუან სალასარის განცხადებით, შემთხვევების რიცხვი სექტემბრის დასაწყისში დაიწყო.

იელის პედიატრიულ კლინიკაში რესპირატორულ-სინსიტიალური ვირუსით ყოველდღე საშუალოდ 30 ბავშვი შედის. შედარებისთვის: კოვიდ 19-ის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ყოველდღიურად მხოლოდ 3 ბავშვი შეჰყავთ.

The Washington Post-ის მონაცემებით, კოლუმბიაში რამდენიმე საავადმყოფო რამდენიმე კვირაა, იგივე სიმპტომების მქონე ბავშვებითაა გადატვირთული.

NBC News-ის ცნობით კი, კალიფორნიაში, ილინოისში, მასაჩუსეტში, ჩრდილოეთ კაროლინასა და როდ-აილენდის საავადმყოფოები ასევე განიცდიან სირთულეებს რესპირატორულ-სინსიტიალური ინფექციით დაავადებული პაციენტების მოზღვავების გამო.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …