მთავარი » მსოფლიო » ექსპერტები გამოდიან რეკომენდაციით, ფსიქიკურ დარღვევებზე ბავშვების სკრინინგი  დაიწყოს

ექსპერტები გამოდიან რეკომენდაციით, ფსიქიკურ დარღვევებზე ბავშვების სკრინინგი  დაიწყოს

აშშ-ის პროფილაქტიკური სამსახურების ჯგუფი გამოდის რეკომენდაციით, დაიწყოს 8 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვების სკრინინგი შფოთვებზე.

ამასთან, ჯგუფის რეკომენდაციაა, ბავშვებში 12 წლის ასაკიდან ჩატარდეს სკრინინგი დეპრესიაზე.

ორივე რეკომენდაცია ეხება ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ დასმული ფსიქიკური აშლილობების დიაგნოზი და არ აღენიშნებათ დეპრესიის ან შფოთვის რომელიმე აღიარებული სიმპტომი.

ჯგუფის წევრებმა ასევე განიხილეს რეკომენდაციები ბავშვებსა და მოზარდებში თვითმკვლელობის რისკის შეფასების შესახებ, თუმცა განაცხადეს, რომ მსგავსი სკრინინგის სარგებლიანობის ან ზიანის შესახებ მტკიცებულებები არ არსებობს.

მიზნობრივმა ჯგუფმა განიხილა მონაცემები სკრინინგის შესახებ შფოთვაზე, დეპრესიასა და თვითმკვლელობის რისკზე, რათა მოამზადონ პირველადი სამედიცინო-სანიტარული დახმარების რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა დაეხმარონ ბავშვებსა და მოზარდებს ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში,“ – განაცხადა პროფესორმა, კვლევის მონაწილე მარტა კუბიკმა.

მისი თქმით, საბედნიეროდ, მაღალი ასაკის ბავშვებში სკრინინგმა შესაძლოა გამოავლინოს შფოთვა და დეპრესია და, შესაბამისად, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, საჭირო დახმარება მიიღონ.

აშშ-ის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრების მონაცემებით, 2016 წლიდან 2019 წლამდე პერიოდში 5,8 მილიონ ბავშვს შფოთვის დიაგნოზი დაუდგინეს, 2,7 მილიონს კი დეპრესია.

სპეციალისტების თქმით, შფოთვითი აშლილობები ბავშვობასა და მოზარდობის ასაკში მომავალში შესაძლოა დეპრესიის მიზეზი გახდეს, რადგან ფსიქიკური დარღვევების დიდი ნაწილი ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში იწყება.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …