მთავარი » მსოფლიო » 50 ათასზე მეტი ინფიცირებული და 16 გარდაცვლილი აშშ-სა და ევროპაში – მაიმუნის ყვავილი უკან არ იხევს

50 ათასზე მეტი ინფიცირებული და 16 გარდაცვლილი აშშ-სა და ევროპაში – მაიმუნის ყვავილი უკან არ იხევს

ბელგიაში მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. France 24-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბელგიის ჯანდაცვის ინსტიტუტის Sciensano-ს მოხსენებაშია ნათქვამი.

მოხსენების თანახმად, გარდაცვლილს თანმდევი დაავადებებიც ჰქონდა.

ინსტიტუტის მონაცემებით, ჯამში აგვისტოს ბოლოს ბელგიაში დაავადების 706 შემთხვევა დაფიქსირდა. 32 პაციენტი ჰოსპიტლებში მოხვდა.

ევროპაში მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ესპანეთში, ივლისის ბოლოს დადასტურდა. დაღუპულ პაციენტს ენცეფალიტიც ჰქონდა.

აგვისტოს ბოლოს კი ცნობილი გახდა მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა აშშ-ში. გარდაცვლილს სუსტი იმუნიტეტი აღენიშნებოდა.

მაიმუნის ყვავილი იშვიათი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ყველაზე მეტად ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაშია გავრცელებული. მისი სიმპტომებია ღებინება, ტემპერატურა, გამონაყარი, ქავილი, ასევე სახსრების ტკივილი. მაიმუნის ყვავილის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოშიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები დაავადების გლობალური აფეთქების ეპიცენტრებია. აქ ინფიცირების 50 496 და გარდაცვალების 16 შემთხვევაა დადასტურებული.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …