მთავარი » მსოფლიო » ომის გამო უკრაინის მოსახლეობა 10-15 წლით ადრე დაბერდება – მინისტრი

ომის გამო უკრაინის მოსახლეობა 10-15 წლით ადრე დაბერდება – მინისტრი

ომით გამოწვეული ფსიქოემოციური პრობლემების გამო უკრაინელები ასაკთან შედარებით 10-15 წლით ადრე დაბერდებიან, რადგან დაავადებები ახალგაზრდავდება. ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ქვეყანაში ყველა დროის ყველაზე ინფორმატიზებული ომი მიმდინარეობს, რადგან ადამიანები პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში უყურებენ ომის საშინელ შედეგებს, რაც კვლავ გრძელდება.

წინასწარი კვლევებით, ადამიანების ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე ასეთი ხანგრძლივი გავლენა შედეგად მოიტანს იმას, რომ ისინი ბიოლოგიურად 10-15 წლით დაბერდებიან.

„ჩვენ დაგვეწევა ის დაავადებები, რომლებიც, როგორც წესი, ადამიანებს ემართებათ არა 40 წლის, არამედ 60 წლის ასაკში ასაკში,“ – განაცხადა მინისტრმა.

ლიაშკომ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ემზადება იმისთვის, რომ ერთი-ორი წლის შემდეგ გაიზრდება ონკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა შემთხვევები, ანუ გახშირდება ინფარქტები და ინსულტები.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …