მთავარი » მსოფლიო » „ეს მოხდება ყველგან, და ეს მხოლოდ დროის საკითხია“ – ზაზა წერეთელი ომიკრონის მომდევნო ტალღის შესახებ

„ეს მოხდება ყველგან, და ეს მხოლოდ დროის საკითხია“ – ზაზა წერეთელი ომიკრონის მომდევნო ტალღის შესახებ

მსოფლიოში კორონავირუსის ომიკრონის შტამის ახალი ქვევარიანტების შემთხვევების ზრდაზე სოციალურ ქსელში ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი წერს.

„ამ მომენტისათვის მსოფლიშო შეიმჩნევა BA.5 Omicron (და BA.4 ნაკლებად) შემთხვევების და ჰოსპიტალიზაციის მატება მთელ მსოფლიოში, სამხრეთ აფრიკიდან დაწყებული, პორტუგალია, დიდ ბრიტანეთში, ისრაელში და ახლა აშშ-თი დამთავრებული,

ციფრებს თუ ჩავუღრმავდებით, არის კარგი და ნაკლებად კარგი ამბები.

კარგი – მაგალითად გაერთიანებული სამეფოს მაგალითი აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ Omicron-მა ინფექციის დონე წინა ტალღებთან შედარებით უფრო მაღალ მაჩვენებლებზე გაიყვანა, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის მაჩვენებლები შედარებით დაბალია, როგორც ვაქცინაციის, ასევე წინასწარი ინფექციის გამო.

ნაკლებად კარგი ამბები მოდის ორ ნაწილად:

პირველი, საავადმყოფოს გაზრდილი დატვირთვის “ზომიერმა” დონესაც კი შეიძლება ჰქონდეს დიდი დამღუპველი ეფექტი ჯანდაცვის სისტემაზე, და ის გავლენას ახდენს ბევრად მეტ ადამიანზე, ვიდრე უბრალოდ Covid-ის პაციენტზე.

და მეორე ნაწილი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი: მიუხედავად იმისა, რომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები საგრძნობლად შემცირდა, ინფექციების უზარმაზარმა ტალღებმა, რომლებიც Omicron-ის სხვადასხვა ვარიანტებმა მოიტანა, ხანგრძლივი კოვიდის შემთხვევების უფრო სწრაფად ზრდა გამოიწვია და ის ამ მომენტისათვის რეკორდულ დონემდე მიიყვანა.

მაისის დასაწყისისთვის (უახლესი მონაცემები), გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის დაახლოებით 3%-მა განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ მუდმივი სიმპტომები, რომლებიც არ შეიძლება აიხსნას სხვა მიზეზით, და მათი ორი მესამედისთვის (მოსახლეობის 2%) ეს სიმპტომები ნიშნავს, რომ მათი ყოველდღიური აქტივობები ახლა გარკვეულწილად ან მკაცრად შეზღუდულია. ზოგიერთმა შეიძლება განაცხადოს, რომ 2 და 3 % პატარა მაჩვენებელია, მაგრამ ისინი დიდია იმით, რომ ეს ნიშნავს, გაერთიანებული სამეფოში1 მილიონზე მეტ ადამიანს – ახლა უჭირს ცხოვრება, სამუშაო და ა.შ. ხანგრძლივი Covid-ის გამო.

მოკლე რეზიუმე:

ომიკრონის BA.5 შტამი იწვევს როგორც ინფექციებს, ასევე ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების ზრდას. ეს მოხდება ყველგან, და ეს მხოლოდ დროის საკითხია

• მძიმე დაავადების სიხშირე დაბალია აცრებისა და გადატანილი ინფექციების მირ შექმინილი იმუნიტეტის გამო

• თუმცა ხანგრძლივი Covid-ის მაჩვენებლები აგრძელებს მატებას, მნიშვნელოვანი სოციალური ზეგავლენით,“ – წერს წერეთელი.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …